რა შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის საფრთხის ნიშნებად?

რა შეიძლება მივიჩნიოთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის საფრთხის ნიშნებად?

  • სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, ჭრილობები, ჩალურჯებები და კანის სხვა დაზიანებები, მოტეხილობები, ნაჭრილობევები სხვადასხვა ხარისხის შეხორცებებით. 
  • აშკარაა დაზიანება, მაგრამ არ არსებობს არანაირი განმარტება, თუ როგორ წარმოიქმნა ტრავმა („არ ვიცი, როგორ მოხდა ეს,“ - ამბობს ბავშვი) ან განმარტებები ნაკლებად სარწმუნოა, არ შეესაბამება ტრავმის ბუნებას.
  • ბავშვს არ გაეწია საჭირო ან სათანადო დახმარება, ტრავმის მნიშვნელობა და შედეგები გაუფასურებულია.
საყურადღებოა ბავშვის ქცევის შემდეგი გამოვლინებებიც: 
  • ბავშვი ფრთხება სხვა ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე, გვერდზე იწევა და თავზე ხელს იფარებს;
  • ფრთხობს მოულოდნელი ხმები;
  • ბავშვი ხაზგასმულად დამჯერი, მორჩილი და/ან პასიურია, არ ავლენს ინიციატივას;
  • ეშინია მშობლების, ეშინია სახლში წასვლის;
  • ბავშვს ამინდის და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია (მაგალითად ცხელ ამინდში გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი შეიძლება ჩალურჯებებს ფარავდეს).
  • აქვს ძლიერი შიში გარკვეული ადამიანების მიმართ;
  • ბავშვი აგრესიულია სხვებთან მიმართებაში.

გაეცანი ინფორმაციას და იყავი მზად.

ბავშვზე ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით სოციალური სააგენტოს ცხელ ხაზს ☎️1505 

როდესაც საფუძვლიანი ეჭვი გაქვთ და სიტუაციას გადაუდებელ მდგომარეობად მიიჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ☎️112 

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ბავშვთა დახმარების ხაზზე ☎️116 111

Share: Facebook icon Youtube icon Linkedin icon