ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

დავით ხუჭუა

სოციალური მუშაკი

დავით ხუჭუა არის პროფესიით ექიმი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. არის სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი. გაიარა ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფის მიერ  ორგანიზებული სასწავლო კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სასწრაფო დახმარება „არდში“, განათლების სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა სამთო-სათხილამურო სკოლაში და სხვა.

მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2009 წლიდან როგორც სოციალური მუშაკი. 2011 წლიდან არის მომსახურების მენეჯერი, ატარებს ტრენინგებს ბავშვთა დაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მშობლებისთვის ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს საბჭოში.  

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანამშრომელთა ცოდნის და უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს  ტრენინგები ბავშვზე ძალადობის შემთხვევის მართვის, ძალადობის მსხვერპლთა შეფასების, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვის გამოკითხვის, პროექტების მართვის და სხვა საკითხებში.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon