ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ლია სარალიძე

აღმასრულებელი დირექტორი
ლია სარალიძე არის პედიატრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. გაიარა კლინიკური ორდინატურა პედიატრიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის პიმენ ყურაშვილის სახელობის ბავშვთა #1 კლინიკურ საავადმყოფოში. არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და წარმატებით განხორციელდა 30 -ზე მეტი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სიტემის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით, 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ISPCAN -ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მულტიდისციპლინარული გუნდი. როგორც ექსპერტი, ჩართულია ბავშვთა დაცვის პოლიტიკის ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფების მუშაობაში. მონაწილება მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის ზოგადი კომენტარი 13-ის შემუშავებაში (travaux preparatoires). ლია არის გაერთანებული ერების წამების წინააღმდეგ და ბავშვის უფლებათა კომიტეტებისთვის მომზადებული ალტერნატიული ანგარიშების თანაავტორი. მონაწილეობს ფონდის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, კვლევების, სახელმძღვანელოების და სხვა პუბლიკაციების შექმნაში.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon