ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

მარიამ მასხულია

პროექტის კოორდინატორი

მარიამ მასხულია არის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. აქვს ესექსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში, წარჩინებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე  „სიღარიბე, განვითარება და საერთაშორისო დახმარება და კოოპერაცია“ გაიარა ინტერნატურა ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში Defence for Children - ECPAT the Netherlands -ში. გავლილი აქვს: ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი „ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოთა სისტემის განხორციელების გაძლიერება-ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე“; ღია საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებული პრე-აკადემიური პროგრამა „აკადემიური წერა, ადამიანის უფლებები და თანამედროვე სოციალური საკითხები“; პროგრამა „ბავშვის უფლებაზე დაფუძნებული მიდგომების იმპლემენტაცია ორგანიზაციის პოლიტიკასა და პრაქტიკაში“, ორგანიზებული  Child to Child, UK და Oak Foundation -ის მიერ და სხვა.

მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2003 – 2007 წლებში ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე და ასევე წარმართავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს. 2011 წლიდან არის ფონდის პროექტების მართვის ასისტენტი და კონსულტანტი ადამიანის/ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხში. ამჟამად იგი ასრულებს პროექტის კოორდინატორის როლს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშთა და ახალგაზრდების დასაცავად“. მონაწილეობს ფონდის მიერ განხორციელებულ კვლევებში, ბავშვის უფლებათა მონიტორინგსა და შედეგების ანალიზში, ალტერნატიული ანგარიშების მომზადებაში და სხვა.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon