ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ნანა მაისაშვილი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

ნანა მაისაშვილი არის ბავშვთა ფსიქოლოგი. ამჟამად იგი ილიას უნივერსიტეტის, „ფსიქიკური ჯანმრთელობა - ფსიქოტრავმატოლოგიის“ სამაგისტრო კურსის დამამთავრებელი სტუდენტია. 2016 წელს ნანა პარიზის დიდროს უნივერსიტეტის კომისიის მიერ შეირჩა და ისწავლა სამაგისტრო პროგრამაზე - ფსიქოლოგია და ფსიქოანალიზი. იგი აგრეთვე არის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი ფსიქოლოგიაში.

ნანას ნამუშევარი აქვს სსიპ მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში, სადაც იგი მუშაობდა ბავშვებთან რომელთაც აღენიშნებათ ემოციური და ქცევითი პრობლემები, უწევდა კონსულტაციას მშობლებს და ატარებდა ტრენინგებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ სკოლის დირექტორებთან და მათ მოადგილეებთან. მას ასევე აქვს მონაწილეობა მიღებული გიფ-ის(გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში) მიერ ორგანიზებულ პროექტში „წეროვანის ფსიქო-რეაბილიტაციური ცენტრის მიერ გაწეული სერვისების შეფასება და კვლევა“. მას ასევე აქვს ჯგუფურ თერაპიაში მუშაობის გამოცდილება აუტიზმის ან აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან. (მწვანე სახლი - თბილისი).

ნანა საქართველოს საზოგადოებრივ ფონდს 2018 წელს შემოუერთდა. ამჟამად იკავებს ფსიქოლოგის პოზიციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon