ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ნინო დარსაძე

ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი, ფსიქოლოგი
ნინო არის მეცნიერებათა მაგისტრი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასების და კონსულტირების სპეციალიზაციით და ბაკალავრი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. 4 წელი მუშაობდა განათლების და მეცნიერების სამინისტროში, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2 წლის განმავლობაში სპორტული ფსიქოლოგიის მიმართულებით ლექციებს კითხულობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსებზე. როგორც ფსიქოლოგს, ორ წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული არასამთავრობო ორგანიზაციაში „ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“. ნინო არის ადამიანთა უფლებების დაცვის და ჯანმრთელობის საერთაშორისო საზოგადოების საორგანიზაციო კომიტეტის მოხალისე.
2017 წლიდან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში მუშაობდა ფსიქოლოგის პოზიციაზე.
2018 წლის იანვრიდან, ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში, როგორც „ბავშვთა დახმარების ხაზის“ მენეჯერი, გეგმავს, ახორციელებს და მონიტორინგს უწევს შესაბამისი ხაზის მუშაობის პროცედურებს. ნინო საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს წარმოადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს საბჭოში.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon