ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ქეთევან მარგალიტაძე

იურისტი

ქეთევან მარგალიტაძე არის იურისტი, საოჯახო სამართლის სპეციალისტი. დაამთავრა დავით ბაქრაძის სახელობის სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტი და მიენიჭა სამართლის სპეციალისტის მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატის თანაშემწედ.  გავლილი აქვს  ამერიკის ადვოკატთა ასოციაციისა და ცენტრალური ევროპის და ევრაზიის სამართლის ინიციატივის მიერ ორგანიზებული უნართა ტრენინგი „ადვოკატი სასამართლო პროცესის წარმოებაში“, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „ბავშვთა უფლებების მონიტორინგი“ და სხვა.

მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში 2004 წლიდან იურისტის თანამდებობაზე და კონსულტირებას უწევს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს, ატარებს ტრენინგებს ბავშვთა დაცვის სფეროს სპეციალისტებისა და მშობლებისთვის ბავშვზე ძალადობის პრევენციის და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებულ იურიდიულ საკითხებზე. მონაწილეობს საკანონმდებლო ინიციატივების და რეფორმების განხორციელების ხელშემწყობ სამუშაო ჯგუფებში.  არის თანაავტორი ფონდის მიერ მომზადებული პუბლიკაციების და გზამკვლევების თანაავტორი. მონაწილეობს ფონდის მიერ განხორციელებულ კვლევებში, ბავშვის უფლებათა მონიტორინგსა და შედეგების ანალიზში, ალტერნატიული ანგარიშების მომზადებაში და სხვა.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon