ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

რატი ცინცაძე

პროექტის კოორდინატორი

რატი ცინცაძე პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი, დაამთავრა თბილისის პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მოსკოვის ტრავმატოლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, არასამთავრობო ორგანიზაციებში  „თანადგომა“, “ვორლდ ვიჟენ -საქართველო”.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში მუშაობს 2011 წლიდან. არის პროექტების კოორდინატორი აჭარაში. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის თანამშრომელთა ცოდნის და უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვს  ტრენინგები ბავშვზე ძალადობის შემთხვევის მართვის, ძალადობის მსხვერპლთა შეფასების, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვის გამოკითხვის, პროექტების მართვის, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა საკითხებში.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon