ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე

ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე

ევროკავშირის მხარდაჭერით, 2011 წლის დეკემბრიდან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდმა დაიწყო პროექტის ’’ბავშვთა უფლებების იმპლემენტაცია საქართველოში: ბავშვთა დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან’’ განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ბათუმში გაიხსნა ბავშვთა დახმარების ცენტრი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალთან.

ბათუმის ბავშვთა დახმარების ცენტრის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლ და/ან ძალადობისა და უგულებელყოფის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვს: ძალადობის შედეგების დიაგნოსტირება, მსხვერპლთა და მათი ოჯახის კონსულტირება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია წარმოადგენს ბენეფიციართა მომსახურების კომპონენტს. ცენტრი ეხმარება ოჯახებს პოზიტიური მშობლობის უნარების გამომუშავებაში და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ბავშვზე ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.

2012 წლის 19 ნოემბერს, ბათუმში ჩატარდება - ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის და ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული შეხვედრა ჟურნალისტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის დროს განხილული იქნება ბავშვთა ძალადობასთან დაკავშირებულ სფეროში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და მიღწევები, პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება ბათუმში, 2012 წლის 19 ნოემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64, შეხვედრა დაიწყება 11 სთ-ზე და დასრულდება 14 საათზე.

დამატებითი ცნობებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ: თბილისი, ედიშერ მაღალაშვილის ქ. #4, ბინა 1. ტელ: (00 995 32) 2 421 422; ტელ/ფაქსი: 2 421 423; ელ. ფოსტა: info@phmdf.ge;
საკონტაქტო პირი: ლია სარალიძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
ბათუმი, ტაბიძის ქუჩა 2ა, ტელ: (0 422) 225830
საკონტაქტო პირი: რატი ცინცაძე, პროექტის კოორდინატორი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon