ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად"  სამუშაო შეხვედრა ბათუმში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად" სამუშაო შეხვედრა ბათუმში

სამუშაო შეხვედრა - პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა

სამუშაო შეხვედრა - პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა

2018 წლის, 28 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში მართავს სამუშაო შეხვედრას.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ამოცანების, დაგეგმილი საქმიანობების, ერთი წლის შედეგების გაცნობა-შეჯამებას და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. ღონისძიებაზე მოწვეულთა შორის არიან ბავშვთა დაცვის სფეროს რეგიონული უწყებების ხელმძღვანელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები.
პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მიზანია ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების დაცვის მიზნით, ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის და დაცვის სისტემის გაუმჯობესება. პროექტის ძირითადი საქმიანობები ხორციელდება თბილისში, აჭარასა (ბათუმი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (ზუგდიდი).
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, პროექტს ახორციელებს საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან” და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).

ღონისძიებების ორგანიზატორები: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი”.
ღონისძიების ადგილმდებარეობა: ბათუმი, ნინოშვილის 11, სასტუმრო „ინტურისტ პალასის“ საკონფერენციო დარბაზი. შეხვედრის ხანგრძლივობა: 10:30 საათიდან -13:30 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი - მარიამ მასხულია, პროექტის კოორდინატორი, (ელ-ფოსტა: m_maskhulia@phmdf.ge, მობ. 577 478027), ბსუ - ქეთევან ბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (ელ-ფოსტა: k.beridze@bsu.edu.ge, მობ.: 577 717150), „სთეფ ფორვარდი“ - ცირა კაპანაძე, ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტი (ელ-ფოსტა: cirakapanadze@gmail.com, მობ.:599 593718618), რატი ცინცაძე, მომსახურების მენეჯერი (ელ-ფოსტა:ratitsintsadze@gmail.com, მობ.: 599906363).

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon