საჯარო ლექცია თემაზე:  მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები

საჯარო ლექცია თემაზე: მოვუსმინოთ ბავშვს - მეცნიერულ მიგნებებზე დამყარებული თანამედროვე მიდგომები

აბსტრაქტი: ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა და მათი ჩვენება სამართალდამცავთათვის „სუსტ მტკიცებულებას“ წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ეს შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. დადგინდა, რომ ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დამოკიდებულია არა იმდენად ბავშვის ასაკზე, რამდენადაც გამომკითხველის პროფესიონალიზმზე - უნარზე, განაწყოს ბავშვი სასაუბროდ, მისცეს მას თავისუფალი თხრობის საშუალება, მოუსმინოს, მართებულად ფორმულირებული კითხვები დაუსვას. ამასთან, უნდა მოხდეს ბავშვის განვითარების ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პროფესიონალი უნდა ფლობდეს შესაბამის ცოდნას და უნარებს იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენებისთვის, რომლებიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. ლექცია განკუთვნილია: ბავშვთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების და სპეციალისტებისთვის.

ლექტორი: ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე - საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ბავშვთადამოზარდთაფსიქოლოგი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ექსპერტ-კონსულტანტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ მომზადებული 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

ლექცია ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში და უკავშირდება ბავშვთა დახმარების ხაზის (ჰელპლაინის) საერთაშორისო დღეს - 17 მაისს.  საქართველოში მოქმედებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ის ემსახურება ბავშვებს,  ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“.

ღონისძიების ჩატარების ადგილი და დრო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. #35/32; აუდიტორია #55. 2017 წლის 17 მაისი, 17:00 საათი.  

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და International Child Catholic Bureau (BICE) - სთან თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon