ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
17 მაისი  ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღეა

17 მაისი ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღეა


საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის გლობალური ქსელი (Child Helpline International) 17 მაისს აღნიშნავს ბავშვთა დახმარების ხაზის საერთაშორისო დღეს და სახელმწიფოებს მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals (SDG)) განხორციელებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, მიიღონ სათანადო ზომები ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად, როგორც ამას მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანა 16.2 და შესაბამისი მიზნები ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, - „შეაჩერონ ძალადობა, ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი და ბავშვთა მიმართ ძალადობის და წამების ყველა ფორმა. . .”, მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, მენტალური/ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, უგულებელყოფის და დაუდევრად მოპყრობის ჩათვლით.
ჩვენ ვეყრდნობით ბანგკოგის დეკლარაციას - „ბავშვთა დახმარების ხაზების როლი ბავშვზე ძალადობის პრევენციასა და შემთხვევებზე რეაგირებში“, რომლის რატიფიცირება შედგა ბანგკოგში (ტაილანდში) შეკრებილ ბავშვთა დახმარების გენერალური ასამბლეის მიერ 2016 წლის 16 ნოემბერს, ბავშვთა დახმარების მე-8-ე საერთაშორისო კონსულტაციაზე და ვაცხადებთ:

ძირითადი ფაქტები

• ბავშვთა დახმარების ხაზი ფუნქციონირებს 142 ქვეყანაში და იგი ხელს უწყობს ბავშვის უფლებების გაძლიერებას, რათა დაიცვას ისინი ძალადობისგან.
• 2015 წელს ბავშვთა დახმარების ხაზმა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონ ბავშვს და ახალგაზრდას უპასუხა.
• ყოველი მეშვიდე კონტაქტი ეხება ძალადობას და სასტიკ მოპყრობას.
• სტიქიური უბედურებების და კონფლიქტის ზონებში მყოფი ბავშვები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან.
• გენდერული ძალადობა იწვევს ბავშვთა მიმართ ძალადობის რამდენიმე ფორმას.
• ბავშვთა დახმარების ხაზი უსმენს, კონსულტაციას უწევს, ამისამართებს შესაბამის სამსახურებში, ეხმარება და სხვა მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს საჭიროების მქონე ბავშვებს.

სახელმწიფოებმა უნდა:

• უზრუნველყონ, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა ბავშვთა დახმარების ხაზის მაღალი ხარისხის მომსახურების შესახებ, რათა ძალადობის მსხვერპლმა და დაუცველმა ბავშვებმა შეძლონ დახმარების და მხარდაჭერის მიღება.
• მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებით და გამოყონ საკმარისი რესურსი, რომ ყველა მსგავს სამართალდარღვევაზე მოხდეს რეაგირება;
• მოუსმინონ ბავშვებს, გამოიყენონ ბავშვთა დახმარების ხაზიდან მიღებული მონაცემები, რომ უკეთესად შეძლონ ბავშვის უფლებების დაცვა ბავშვთა დაცვის ეროვნულ სისტემის ფარგლებში.
• განახორციელონ მდგრადი განვითარების მიზნები - ამოცანა 16.2: „აღმოიფხვრას ძალადობა, ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი და ბავშვზე ძალადობისა და წამების ყველა ფორმა.. “ სახლებში და ოჯახებში, სკოლებში და ინსტიტუციებში, თემებში და საჯარო სივრცეებში.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობებს, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორებს სამოქალაქო საზოგადოებაში, საერთაშორისო სააგენტოებს და კერძო სექტორს, მათ შორის ტელეკომებს და პარტნიორებს სხვა ინდუსტრიებიდან:

• აღიარონ, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული.
• ხელი შეუწყონ ბავშვთა დახმარების ხაზის მდგრადობას ადეკვატური რესურსების უზრუნველყოფით.
• აღიარონ ბავშვთა დახმარების ხაზის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობით ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ხმა ისმის საზოგადოებაში.

        „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა შესაბამისმა ეროვნულმა, რეგიონალურმა და გლობალურმა დაინტერესებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზს, რათა მოგვეცეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესაძლებლობა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაგრძელოთ ბავშვების ყურადღებით მოსმენა, რათა გაძლიერდეს ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემები. ჩვენ უნდა შევქმნათ სამყარო, რომელიც შეასრულებს თავის ვალდებულებებს მისი ყველაზე პატარა და ყველაზე ღირებული მოქალაქეების წინაშე“.
მარტა სანტოს პაისი
გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში


ბავშვთა დახმარების ხაზი საქართველოში

ბავშვთა დახმარების ხაზი ბავშვებს მათი ფიქრების, გრძნობების და საჭიროებების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული მომსახურება ბავშვებში და მოზარდებში სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და ეხმარება მათ, რომ თავი იგრძნონ დაცულად. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით ბავშვი უკავშირდება ბავშვთა დახმარების ხაზებს. ამ მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ის არის, რომ ბენეფიციართან საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია. თავად ნომერი 116 111 არის სოციალური ნომერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ბავშვთა დახმარების ხაზებს განეკუთვნება.
2008 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული საერთაშორისო ნომრით 116 111, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ და მოიძიონ დახმარება, როდესაც სჭირდებათ. ჩვენ ვცდილობთ ამ მომსახურების განვითარებას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში. ბავშვთა დახმარების ხაზი არის მომსახურება, რომელიც სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით დახმარებას უწევს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზრდილებს - მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც სურთ ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. ბავშვთა დახმარების ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 10 საათიდან 18 საათამდე
ბავშვთა დახმარების ხაზი ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბავშვთა დახმარების ხაზი საჭიროებს განვითარებას, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის, 24 საათის განმავლობაში.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის ასოცირებული წევრია, ხოლო Child Helpline International - ი არის პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად” ასოცირებული პარტნიორი.

[1] ბანკოკისდეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ აქ: http://www.childhelplineinternational.org/media/173655/chi_bangkok_declaration_-_draft.pdf
 

 

სასარგებლობმულები:

https://www.facebook.com/ChildHelplineInternational

https://twitter.com/CHIamsterdam




საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის შესახებ

 

Child Helpline International-CHI

 

საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მსოფლიო დონის ზეგავლენის მქონე  ორგანიზაცია. ჩვენი ქსელი აერთიანებს 181 ორგანიზაციას 142 ქვეყანაში და იღებს მილიონობით ზარს წელიწადში ბავშვებისგან და ახალგაზრდებისგან, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება.  დაფუძნებამდე,  2003 წლამდე, ჩვენი წევრები მუშაობდნენ იზოლირებულად, ჰქონდათ მცირე ზეგავლენა, არ ჰქონდათ ერთმანეთის და ხელისუფლების მხარდაჭერა. ჩვენ საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის მეშვეობით ზუსტად ამისშეცვლას ვცდილობთ! 

 

ჩვენ მხარსვუჭერთ  ბავშვთა დახმარების ხაზების შექმნას და ჩვენი ქსელის გაძლიერებას იმ საუკეთესო თვისებებით, რაც ყოველი მათგანისგან ვისწავლეთ. ჩვენ ასევე ვაგროვებთ და განვიხილავთ ინფორმაციას ჩვენი წევრი სხვადასხვა ქვეყნის ბავშვთა დახმარების ხაზებისგან. ეს მილიონობით ინდივიდუალური ისტორია ქმნის იმ სურათს, თუ როგორ და სად განიცდიან ბავშვები და ახალგაზრდებიუსამართლობას და  ძალადობას მსოფლიოში.

 

ყველა ბავშვს აქვს ხმა. ჩვენი მისიაა, მოვუსმინოთ და გავიგოთ  მათი ხმა, პატივი ვცეთ და ვიმოქმედოთ, რადგან მხოლოდ მათი მოსმენით ვაძლიერებთ  მათ და ხელს ვუწყობთ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მოახდინონ  თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. www.childhelplineinternational.org


რა არის ბავშვთა დახმარების ხაზი?
ბავშვთა დახმარების ხაზი ხელს უწყობს ბავშვის ფუნდამენტური უფლების - „მოსმენის უფლების“ განხორციელებას. ხაზი სთავაზობს მხარდაჭერას და დახმარებას იმ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას, დისკრიმინაციას. ბავშვთა დახმარების ხაზი წარმოადგენს ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ გზას ბავშვისთვის, რათა მოიძიოს დახმარება.
ბავშვებს საშუალება აქვთ, დაუკავშირდნენ ბავშვთა დახმარების ხაზს სხვადასხვა გზით: ტელეფონით, ონლაინ ტექნოლოგიების საშუალებით, სმარტფონებით ან ტაბლეტებით. მათ საშუალება აქვთ, დატოვონ წერილები სპეციალურ ყუთებში, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სკოლებში, ან მივიდნენ ბავშვთა დახმარების ხაზის ცენტრებში და მოითხოვონ ვინმესთან პირისპირ საუბარი. არსებობს დრო და გარემოებები, როდესაც ბავშვებს არ აქვთ საშუალება დაუკავშირდნენ ბავშვთა დახმარების ხაზს, მაგალითად, როდესაც ისინი ცხოვრობენ ქუჩაში ან მოწყვლად ფენას განეკუთვნებიან. ყველა ასეთ შემთხვევაში ბავშვთა დახმარების ხაზი აკეთებს ყველაფერს, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსგავს სიტუაციებში მყოფ ბავშვებს.
არავინ იცის, თუ როგორ შეცვალოს პრობლემის მქონე ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრება, ისე როგორც იმ ადამიანმა, რომელიც ყოველდღე ისმენს მათ ამაღელვებელ ისტორიებს. ემპათიური მოსმენის საშუალებით, ბავშვთა დახმარების ხაზის კონსულტანტები ეხმარებიან ბავშვს და უწევენ კონსულტირებას საჭიროებისამებრ, იცავენ მათ შემდგომი ძალადობისა და ზიანისგან. ისინი ურჩევენ, აწვდიან ინფორმაციას და აძლიერებენ ბავშვებს და ახალგაზრდებს იქამდე, სანამ ბავშვი თვითონ არ იქნება მზად ქმედებებისა და რეაგირებისთვის; რომ არა მათი რთული სამუშაო, ძალიან ბევრი ბავშვი დახმარების გარეშე დარჩებოდა.


საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (PHF)

მისამართი:  თბილისი, 0186, ედიშერ მაღალაშვილის ქ. #4, ბინა 1

ტელ: ( 995 32 ) 2 421 422

ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111

საკონტაქტო პირი:

თამარ ქოიავა

ბავშვთა დახმარების ხაზის მენეჯერი

დეტალურიინფორმაციისთვისსაქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისფონდისშესახებ, ეწვით ჩვენს ვებ-გვერდს, მისამართზე http://phf.org.ge; ფეისბუკი: The public health foundation of georgia – phf  





პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო  კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით.

პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).









 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon