ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვების მიერ ნიღბების გამოყენება  COVID-19 პანდემიის პერიოდში

ბავშვების მიერ ნიღბების გამოყენება COVID-19 პანდემიის პერიოდში





ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ შექმნილმა საერთაშორისო  ექსპერტთა ჯგუფმა მიმოიხილა  ბავშვებში COVID-19– ით დაავადების და დაავადების გადაცემის, აგრეთვე, ბავშვების მიერ ნიღბების გამოყენების შესახებ არსებული მტკიცებულებები.

სხვადასხვა ასაკის ბავშვების ფსიქო - სოციალური საჭიროებების და განვითარების მახასიათებლების გაანალიზების შედეგად, ჯანმო  და გაეროს ბავშვთა ფონდი  იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:  

 

5 წლის და უმცროსი  ასაკის ბავშვებმა არ უნდა ატარონ ნიღბები. ეს რეკომენდაცია ფორმულირებულია ბავშვის ზოგადი ინტერესების და უსაფრთხოების მიზნის   გათვალისწინებით, ასევე  მისი უნარით, დაიცვას ნიღბის ტარების წესები;

6-11 წლის ბავშვებისთვის ნიღბების გამოყენების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ფაქტორებს:

  • ● არის თუ არა ინფექციის ფართომაშტაბიანი გავრცელება ბავშვის საცხოვრებელ მიდამოში;
  • ● აქვს თუ არა ბავშვს უნარი  უსაფრთხოდ და სწორად გამოიყენოს ნიღაბი;
  • ● ნიღბების ხელმისაწვდომობა, აგრეთვე მათი გარეცხვა და შეცვლის შესაძლებლობა გარკვეულ ადგილებში (მაგალითად, სკოლაში ან ბავშვზე ზრუნვის  დაწესებულებებში);
  • ● მოზრდილების მხრიდან  სათანადო მეთვალყურეობა და   ბავშვისთვის ინსტრუქციის მიწოდება:  ნიღბების გაკეთების, მოხსნის  და უსაფრთხოდ ტარების შესახებ;
  • ● ნიღბის ტარების შესაძლო გავლენა ბავშვის სწავლასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე, უნდა შეფასდეს პედაგოგებთან, მშობლებთან / აღმზრდელებთან და ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად;
  • ● იმ გარემოს სპეციფიკური თავისებურებები, რომელშიც ბავშვი იმყოფება, ასევე ურთიერთობის შესაძლებლობა მძიმე დაავადებების, მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან, კერძოდ, მოხუცებთან და პირებთან რომელთაც ფონური დაავადებები აღენიშნებათ.

12 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა ატარონ ნიღბები მოზრდილებისთვის განსაზღვრული წესის და პირობების  შესაბამისად. განსაკუთრებით მაშინ, თუ მასობრივი გადაცემის ადგილებში შეუძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვი მინიმუმ 1 მ დაშორებით იყოს სხვებისგან. 

ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც  აქვთ განვითარების დარღვევა, არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სხვა სამედიცინო პრობლემა აღენიშნებათ ნიღბების გამოყენება არ არის სავალდებულო, ასეთ შემთხვევებში ნიღაბი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვის მშობლის ან მეურვის, მზრუნველის ან / და ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ კონკრეტული გარემოებების, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

დაუშვებელია ნიღბის ტარების მოთხოვნის დანერგვა მძიმე კოგნიტური ან რესპირატორული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც  უჭირთ ნიღბის ტარება.

ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ ისეთი დაავადებები როგორიც არის მუკოვისციდოზი ან კიბო, უნდა ატარონ  ნიღბები  ჯანდაცვის პროფესიონალის მითითების შესაბამისად. სამედიცინო ნიღაბი უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ეს ღონისძიება რეკომენდირებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს ფონური სამედიცინო დაავადებები, რაც ინფექციის მძიმედ განვითარების რისკს ზრდის.

პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს შეუძლიათ ატარონ არა სამედიცინო ან ქსოვილის ნიღბები. ეს საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ ინფექციის წყარო, ანუ თავიდან აიცილოთ ვირუსის გადაცემა ინფიცირებული ბავშვისგან მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. თუ ბავშვი  ქსოვილის ნიღაბს ატარებს, მოზრდილმა უნდა შეაფასოს, რომ ის შესაფერისი   ზომის არის და ფარავს ბავშვის ცხვირს, პირს და ნიკაპს.

ნიღბის გამოყენებისას ბავშვებმა უნდა დაიცვან იგივე წესები, რაც მოზრდილებისთვის არის გაწერილი. კერძოდ, ნიღბის გაკეთებამდე მინიმუმ 20 წამის განმავლობაში   ხელები დაიმუშაოს სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებით ან დაიბანონ  საპნით და წყლით, მინიმუმ 40 წამის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ ნიღაბი სწორი ზომისაა და მოიცავს ცხვირს, პირსა და ნიკაპს.

ბავშვებს უნდა ასწავლოთ, ნიღაბის სწორად ტარება, რომ არ უნდა შეეხონ ნიღბის წინა ნაწილს, დაიფიქსირონ ნიღაბი ცხვირზე და არ ჩამოიწიონ  ნიკაპქვეშ ან ჩაიდონ პირში.  ნიღაბი უნდა შეინახოთ ტომარაში ან ჭურჭელში და არ გადასცენ ნიღაბი სხვებს.

ყველა  ბავშვი, რომელსაც აქვს COVID-19 სიმპტომები, უნდა ატარებდეს სამედიცინო ნიღაბს, თუ ის არ ამძიმებს მის მდგომარეობას. ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული და სამედიცინო კონსულტაცია უნდა განხორციელდეს , როგორც კი ბავშვი თავს ცუდად იგრძნობს, მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები მსუბუქია. ოჯახის წევრებმა / აღმზრდელებმა, რომლებიც სახლში ავადმყოფ ბავშვზე ზრუნავენ და მასთან კონტაქტი აქვთ1 მეტრზე ახლო მანძილზე, აუცილებლად უნდა ატარონ ნიღაბი.

ოჯახის წევრი, რომელსაც აღენიშნება დაავადების ნიშნები ან  აქვს დადებითად სინჯი COVID-19-ზე, დაავადების პერიოდის განმავლობაში   უნდა იყოს იზოლირებული ყველასგან, თუ ბავშვი ავადმყოფთან 1 მეტრზე ახლოს  იმყოფება, მოზრდილმაც და ბავშვმაც უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი.

ვიდეო ინსტრუქციები ნიღბების დადების, მოხსნისა და გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ:  https://www.youtube.com/watch?v=UmUxYGKA7as&feature=youtu.be

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon