ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე

2018 წლის 27 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგამ “გამართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე” შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილების, პროექტის შედეგების და სამომავლო ხედვის გაცნობა.

     პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და მასზე სათანადო რეაგირების მექანიზმის შემუშავებას ადგილობრივი თვითმმართველობის(დიდუბის რაიონის გამგეობა) ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების განვითარების გზით.

     პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან „სთეფ ფორვარდთან“ და „თანაზიართან“ თანამშრომლობით; ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები პირები შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებიდან და დონორი ორგანიზაციები.

ღონისძიებადასრულდა დისკუსიით, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში მომზადებული სატრენინგო კურიკულუმის და მასალების გაცნობის მიმართ დაინტერესება და თანამშრომელთა მომზადების სურვილი გამოხატეს.



იხილე ფოტოები:

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon