ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
დარეკე ნომერზე 116 111 - სოციალური ვიდეო რგოლი ბავშვთა დახმარების ხაზის შესახებ

დარეკე ნომერზე 116 111 - სოციალური ვიდეო რგოლი ბავშვთა დახმარების ხაზის შესახებ

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი წარმოგიდგენთ სოციალურ ვიდეოს.  ვიდეო რგოლით, ჩვენ გვსურს მივაწვდინოთ ხმა ბავშვებს და მოვუწოდოთ მათ, რომ როცა მოსმენა და მხარდაჭერა დასჭირდებათ დარეკონ 116 111-ზე.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბავშვთა დახმარების ხაზი სოციალური ნომრით 116 111, რომლის საშუალებითაც ჩვენ სატელეფონო კონსულტაციას ვუწევთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი სურს.

 

პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მიზანია ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესება, ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა, მათზე ძალადობის პრევენცია და შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება. 

 

ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების სამი ცენტრი - თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში, ემსახურება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს. ცენტრები ახდენენ რისკის ჯგუფების იდენტიფიცირებას და ძალადობის პირველად და მეორეულ პრევენციას.

 

 

პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი.

პროექტის პარტნიორები არიან რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და  International Child Catholic Bureau (BICE).

პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International.

 


იხ. ვიდეო რგოლი




გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon