ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად" პრეზენტაცია თბილისში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად" პრეზენტაცია თბილისში

ბავშვზე  და ახალგაზრდაზე მორგებული მომსახურების გაძლიერება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდებისთვის თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში - ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია.

 

პარასკევს, 28 აპრილს 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ პრეზენტაცია.

 

პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებამ გააერთიანა სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები და სხვა დაინტერესებული პირები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის საკითხებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების, დაგეგმილი საქმიანობების გაცნობას და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. ასევე, პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრების  საქმიანობის წარდგენას.  თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ადვოკატირების ცენტრები საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდიან ოჯახში  ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს.

 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს ახორციელებს  რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო  კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).

 

ღონისძიება დასრულდება პროექტის მოწვეული ექსპერტის, ქალბატონ მარტინ ნისის წიგნის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, დარღვეული დუმილის დადებითად გამოყენება“ პრეზენტაციით. აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. წიგნის ქართულენოვანი ვერსია გამოიცა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და BICE – ს ფინანსური მხარდაჭერით. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ავტორის მონაწილეობით.

იხილეთ ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon