ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

განცხადება კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის  განცხადება  კორონა ვირუსის (COVID-19)  პანდემიის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

 

2020 წლის 27 მარტს აფახაზეთის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რომელიც 21 აპრილამდე გასტანს. 28 მარტიდან   გალის რეგიონში საკომენდანტო საათი მოქმედებს. ცხინვალის რეგიონიც ჩაკეტილია.  აფხაზებს, ოსებს და განსაკუთრებით,   გალის მოსახლეობას და  ჯანდაცვის მუშაკების  დიდ ნაწილს  ხელი არ მიუწვდება  ვირუსისგან თავდაცვის საშუალებებზე და ინფორმაციაზე.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი,  ევროკავშირის  მიერ დაფინანსებული პროექტის  „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, იწყებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა უზრუნველყოს  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და დაცულობა.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ახორციელებს  კორონა ვირუსისგან (COVID-19) თავდაცვის გზების შესახებ საინფორმაციო მასალების თარგმნას  და გავრცელებას აფხაზურ, ოსურ  და  რუსულ  ენებზე  და აგრეთვე, თავდაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას აფხაზეთის  ჯანდაცვის მუშაკებისა და მოსახლეობისათვის.

დისტანციურ რეჟიმში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების საშუალებით, იმართება სადისკუსიო, საინფორმაციო  შეხვედრები და  ვიდეო კონფერენციები  აფხაზი და ქართველი ექიმების მონაწილეობით კორონა ვირუსის (COVID-19)   დამარცხების გზებთან  დაკავშირებით. ფონდი  უზრუნველყოფს  აფხაზეთის  ჯანდაცვის მუშაკებს  და მოსახლეობას საჭირო ინფორმაციით,  ეფექტური სამედიცინო რეფერალური  სერვისის განსახორციელებლად.

ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია   ინფორმაციასა და ჰიგიენურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. თავდაცვის საუკეთესო საშუალებას კი სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა წარმოადგენს. გალის რეგიონის ჯანდაცვის მუშაკებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მოხმარების საგნები, რაც ართულებს პანდემიით გამოწვეულ  კრიზისთან გამკლავებას. 

მოგიწოდებთ,  ჩვენი  მოსახლეობის  მხარდაჭერისაკენ  აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში.

საქართველოს ჯანდაცვის ფონდი მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაუწიოს კორონა ვირუსთან  ბრძოლაში

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon