ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
მეშვიდე რეგიონალური კონსულტაცია და მესამე პოლიტიკის დიალოგი ევროპის ბავშვთა დახმარების ხაზებისთვის.

მეშვიდე რეგიონალური კონსულტაცია და მესამე პოლიტიკის დიალოგი ევროპის ბავშვთა დახმარების ხაზებისთვის.

16-18 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართა მეშვიდე რეგიონალური კონსულტაცია და მესამე პოლიტიკის დიალოგი ევროპის ბავშვთა დახმარების ხაზებისთვის.  ევროპარლამენტის წევრებთან, ახალგაზრდებთან, ბავშვთა დახმარების ხაზებთან და Missing Children Europes-თან ერთად აღინიშნა ევროპაში ჰარმონიზებული ნომრის „116 111“ ჩამოყალიბებიდან 10 წლის იუბილეც.

ღონისძიებას ესწრებოდა ბავშვთა დახმარების ხაზების  50-ზე მეტი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოხელეები, ტელეკომის წარმომადგენლები და სხვ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცვად“ ფარგლებში,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს წარმოადგენდა ფსიქოლოგი ნინო დარსაძე. 

პროფესიონალებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა; ბავშვთა დახმარების ხაზის წევრებს საშუალება მიეცათ განეხილათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემები. აქცენტი გაკეთდა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე,  ინტერნეტ უსაფრთხოებასა და იძულებით გადაადგილებულ ბავშვებზე. იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს ბავშვთა დაცვის სერვისების ადვოკატირება და ბავშვთა ხაზების გაძლიერებით ბავშვების ხმა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, აქცენტი გაკეთდა კვლევის მონაცემებზე, ადვოკატირების თავისებურებებზე, პარტნიორობაზე და ევროპაში მცხოვრები ბავშვების არსებულ სიტუაციაზე. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული სართაშორისო ნომრით 116 111. აღნიშნული სერვისი ვითარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი საერთაშორისო ბავშვთა დახმარების ხაზის ასოცირებული წევრია, ხოლო Child Helpline International-ი არის პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ასოცირებული პარტნიორი.

ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 დახმარებას და მხარდაჭერას სთავაზობს ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რეკავენ თავიანთი პრობლემების გასაზიარებლად. ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გადა დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. მომსახურება უფასოა, საუბარი კი - კონფიდენციალური.


იხილე ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon