ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ოჯახში ძალადობისა და ბავშვებზე/ ახალგაზრდებზე ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა

ოჯახში ძალადობისა და ბავშვებზე/ ახალგაზრდებზე ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა

           2018 წლის 4 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტმა გამართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ვიცხოვროთ ძალადობის გარეშე“ შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული პროექტის შედეგის და სამომავლო ხედვის გაცნობა.

პროექტი მიზნად ისახავდა ოჯახში ძალადობისა და ბავშვებზე/ ახალგაზრდებზე ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის აქტივობები განხორციელდა 2 მიმართულებით:
1.სამოქმედო არეალში მცხოვრები მოსახლეობის ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებისთვის: გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 თემში -განმუხური, რუხი, ახალაბასთუმანი, შამგონა, ჩატარდა 4 ერთდღიანი ტრენინგი , რადიო “ათინათის“ ეთერში გავიდა 3 გადაცემა ბავშვთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
2.სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების / ახალგაზრდებისთვის არსებულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: უფასო იურიდიული კონსულტაციები და იურიდიული დახმარება გაეწია (გარდა სასამართლო წარმომადგენლობისა) ზუგდიდის ბავშვთა და მოზარდთა ადვოკატირების ცენტრის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების, ასევე საჭიროების მქონე სხვა პირების პროექტის განხორციელების პერიოდში.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან „სთეფ ფორვარდთან“ და „თანაზიართან“ თანამშრომლობით; ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline International.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon