ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
რეგიონალური კონსულტაცია ბავშვზე სექსუალური ექსპლუატაციის შესაჩერებლად (SEC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის

რეგიონალური კონსულტაცია ბავშვზე სექსუალური ექსპლუატაციის შესაჩერებლად (SEC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის

 საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენელმა, მარიამ მასხულიამ, 2019 წლის 17 მაისს, ECPAT International  - ის ქსელის 30 წევრთან ერთად, მონაწილოება მიიღო  სამუშაო შეხვედრაში, რომელიც 2019 წლის 15 და 16 მაისს ვენაში გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ECPAT International - ის მიერ, რომლის წევრი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი 2014 წლიდან არის.

 

რეგიონალური სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ECPAT International - ის წევრების შესაძლებლობების გაზრდა და გაუმჯობესება, ასევე ECPAT  - ის ქსელის გაძლიერება.

 

შეხვედრაზე, ECPAT International - ის წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიც არის მართებული, კორექტული ტერმინოლოგიის გამოყენება და განიხილეს „ბავშვებთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ტერმინთა გზამკვლევი“, იგივე ლუქსემბურგის გაიდლაინი (http://luxembourgguidelines.org/). ლუქსემბურგის ტერმინთა გაიდლაინი წარმოადგენს ერთგვარ ხელსაწყოს, რომელიც თავს უყრის ისეთ საორიენტაციო განმარტებებს და განსაზღვრებებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობისგან.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ECPAT International - ის რეგიონული ადვოკატირების სტრატეგიას; მოისმინეს გამოსვლები „ბავშვის სექსუალურ ექსპლუატაციაზე მოგზაურობის და ტურიზმის დროს; მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სამუშაო სესიებში საერთო ინიციატივების შემუშავების კუთხით. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ საინტერესო გამოსვლები ფონდების მოძიების ახალი შესაძლებლობების მიმართულებით.

 

შეხვედრის სურათები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon