ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
რეგიონალური სემინარი  აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის პარტნიორებისთვის  თემაზე  „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა“

რეგიონალური სემინარი აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის პარტნიორებისთვის თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა“

25-27 სექტემბერს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, “ბავშვთა საერთაშორისო კათოლიკური ბიუროს-BICE„ მიერ კოორდინირებული საერთაშორისო პროგრამის „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა“  ფარგლებში ორგანიზება გაუწია და თბილისში უმასპინძლა რეგიონალურ სემინარს.

რეგიონალური სემინარის ამოცანები იყო:

-  პროგრამის ფარგლებში, პარტნიორების და BICE-ს წარმატებული პრაქტიკის გაზიარება

-  ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სფეროში არსებული პერსპექტივების განხილვა პარტნიორებთან და ძირითად ექსპერტებთან ერთად

სემინარის ძირითადი მონაწილეები იყვნენ: BICE (შვეიცარია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი (საქართველო), Arevamanuk (სომხეთი), Empowering Children Foundation (პოლონეთი), Children Support Center (ლიტვა),  Save the Children (რუმინეთი), Women’s Consortium of Ukraine (უკრაინა), Doctors to Children (რუსეთი), Caritas Saint-Petersburg (რუსეთი), Civic Initiative (რუსეთი),  მუნიციპალური ცენტრი “Otradnoye” (რუსეთი) და Bir Duino (ყირგიზეთი).  

სემინარზე საერთაშორისო და ადგილობრივი ბავშთა დაცვის ექსპერტების მიერ განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ინცესტი, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვის, მათ შორის ძალადობის მსხვერპლის ონლაინ-კონსულტირება, ბავშვთა ადვოკატირების ცენტრის (Barnhaus) მოდელიდა ფილოსოფია, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და მისი მნიშვნელობა ძალადობის მოწმე და დაზარალებული ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და სხვა.


იხილე ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon