ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 - განვითარების პერსპექტივები“

სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 - განვითარების პერსპექტივები“

     ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, 2018 წლის 31 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 - განვითარების პერსპექტივები“ .
      შეხვედრის მიზანი იყო ბავშვთა დახმარების ხაზის, როგორც ბავშვთა დაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობის გაცნობა, წარმატებული ბავშვთა დახმარების ხაზების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და საქართველოს ბავშვთა დახმარების ხაზის განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა. ღონისძიებაზე მოწვეულთა შორის იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები შესაბამისი სამთავრობო და კერძო სტრუქტურებიდან, დონორი ორგანიზაციები და საქართველოში არსებული ცხელი ხაზის წარმომადგენლები.
მსოფლიოში ბავშვთა უფლებების დამცავი და მათ კეთილდღეობაზე მზრუნველი პროფესიონალები, ძალადობით გამოწვეულმა მატრავმირებელმა შედეგებმა, ინოვაციური სამსახურის, „ბავშვთა დახმარების ხაზის“ შემუშავების აუცილებლობაში დაარწმუნა. მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვთა დახმარების ხაზები ბავშვებში მაღალი ნდობით სარგებლობენ. ბავშვის მიერ დახმარების ხაზზე დარეკვა არის საკუთარი უფლებების დაცვაში ან დაცვისთვის ბრძოლაში ჩართვის გამოხატულება.
      2008 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი ევროპული საერთაშორისო ნომრით 116 111, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ და მოიძიონ დახმარება, როდესაც სჭირდებათ. აღნიშნული მომსახურება პროექტ „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში არის ხელმისაწვდომი.

იხილე ფოტოები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon