ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
“Start to Talk”  - “დაიწყე საუბარი" კამპანიის გახსნა საქართველოში

“Start to Talk” - “დაიწყე საუბარი" კამპანიის გახსნა საქართველოში

ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება სპორტში ის თემაა, რომელსაც ჩვენგან ყურადღება სჭირდება. სპორტში სექსუალური შევიწროების და ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვი  გახდეს, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. ბავშებისთვის რთულია ამაზე საუბარი, ეს დუმილი უფროსებმა უნდა დაარღვიონ.

 

სპორტი ძალიან მნივშნელოვანია ბავშვებისთვის,  სპორტულ აქტივობებს სიხარული მოაქვს და ჯანსაღ ჩვევებს ავითარებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბავშვებში თვითშეფასების და თავდაჯერებულობის ზრდას უწყობს ხელს. სპორტის საშუალებით, ბავშვები მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს იძენენ. ჩვენ, უფროსები კი  უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა ყველა ბავშვისთვის.

 

სწორედ ასეთი ჯანსაღი ღირებულებების და გარემოს დამკვიდრებას ემსახურება  “დაიწყე საუბარი" კამპანია. კამპანიის მთავარი მიზანია ყურადღება მივაქციოთ სპორტის სფეროში ბავშვზე სექსუალური ძალადობის გავრცელებას და მის  ზეგავლენას; ხელი შევუწყოთ იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ბავშვების დასაცავად და დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ა.შ.

 

“Strat to Talk" – “დაიწყე საუბარი" - არის ევროპის საბჭოს მოწოდება, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის შეჩერების მიზნით მთავრობებმა და სპორტულმა სამყარომ ეფექტური ნაბიჯები გადადგან. ამ ინიციატივის განხორციელებით მთავრობები, სპორტული კლუბები, ასოციაციები და ფედერაციები, ასევე სპორტსმენები და მწვრთნელები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მიიღებენ კონკრეტულ და ეფექტურ ზომებს ძალადობის პრევენციის და რეაგირების მიმართულებით.

 

დღეს, 10 დეკემბერს, მსოფლიო ადამიანის უფლებების დღეს აღნიშნავს, სიმბოლურია და მისასალმებელია, რომ სწორედ დღეს საქართველო უერთდება ევროპის საბჭოს "Start to Talk" კამპანიას.

 

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი მიესალმება კამპანიის დაწყებას და მოხარულია, რომ მონაწილეობას ღებულობს ამ მართლაც  მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ დაგეგმილი პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ ორგანიზებულ კონფერენციაში. 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon