ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში

თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში

            2017 წლის 21 მარტს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ბსუ), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდსა და „სთეფ ფორვარდს“ შორის. 

           ხელშეკრულების ფარგლებში, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრი“ გაიხსნა. ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის მიზანია ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება აჭარის რეგიონში. ასევე, ბავშვზე ძალადობის, სექსუალური ძალადობის პრევენციის და შემთხვევათა დროული იდენტიფიცირების მიზნით შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება.

           პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში ბათუმის ადვოკატირების ცენტრის მსგავსად, ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობს თბილისში და ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

           პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან - რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE). პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon