ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის

ტრენინგი აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის

ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი -
გამოკითხვა, გამოვლენა, რეაგირება, პრევენცია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ცოდნის ამაღლებას რათა მაქსიმალურად იქნას დაცულის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. აღნიშნული მიზნით, 26-27 თებერვალს, ბათუმში,  აჭარის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს (დეტექტივ-გამომძიებლები, უბნის ინსპექტორები, საპატრულო პოლიცია) ჩაუტარდათ ორ დღიანი ტრენინგი, რომლის ძირითადი თემაც იყო:

  • ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვა;
  • ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების განსაზღვრა ბავშვის დასაცავად;
  • ბავშვის, ახალგაზრდის და მათი ოჯახის წევრების საჭიროებების გამოვლენა; მიზანმიმართული ინტერვენცია და მულტისექტორული თანამშრომლობა ბავშვზე ძალადობის პრევენციის და გამოძიების პროცესში;

ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, პროფესიონალები შეძლებენ გამოიყენონ თანამედროვე სპეციალური მიდგომები ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის გამოკითხვის პროცესში; უკეთ გააცნობიერონ ბავშვის ემოციური და ქცევითი რეაქციები,  დაკითხვის/გამოკითხვის მიმდინარეობისას, მათი კავშირი ძალადობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან; გაითვალისწინონ ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები მასთან ურთიერთობისას; უკეთ გაიაზრონ  გამომკითხველის, მისი კვალიფიკაციის როლი და მნიშვნელობა მომხდარის შესახებ ბავშვისგან სრული და სარწმუნო ინფორმაციის  მიღებაში, მისი განმეორებითი ტრავმატიზირების გარეშე; ამოიცნონ და დააფიქსირონ არაშემთხვევითი დაზიანებები, როგორც ბავშვზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; გააანალიზონ მათი როლი და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა  ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში.

ტრენინგს უძღვებოდა ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი, ექსპერტი ბავშვთა დაცვის სფეროში. 

იხილე ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon