ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის

ტრენინგი აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის

ტრენინგი აჭარის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და იურისტებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა დაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ცოდნის ამაღლებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესები.  აღნიშნული მიზნით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს, ბათუმში, აჭარის რეგიონის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს და იურისტებს ჩაუტარდებათ სამ დღიანი ტრენინგი, რომელთა ძირითადი თემებიც არის:
  •  ბავშვზე ძალადობის (განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობის) შემთხვევების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების განსაზღვრა ძალადობისგან ბავშვის დასაცავად;
  •  ძალადობის მსხვერპლი/რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის, ახალგაზრდის და მათი ოჯახების საჭიროებების გამოვლენა, ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება; მიზანმიმართული ინტერვენცია და მულტისექტორული თანამშრომლობა;
  • ძალადობის მსხვერპლ/მოწმე ბავშვთან ურთიერთობა და მისი გამოკითხვა
ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები შეძლებენ უკეთ გააცნობიერონ ოჯახში ბავშვზე ძალადობის და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფენომენი, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები; ამოიცნონ და დააფიქსირონ არაშემთხვევითი დაზიანებები, როგორც ბავშვზე განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გააანალიზონ ფსიქოლოგიური ძალადობის და უგულებელყოფის გამოვლენის სიძნელეები; უკეთ გააცნობიერონ ძალადობაგანცდილი ბავშვის ემოციური და ქცევითი რეაქციები, მათი კავშირი ძალადობით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან; ეფექტურად მოახდინონ ბავშვის და ახალგაზრდის საჭიროებების გამოვლენა და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება; გაითვალისწინონ ძალადობის მსხვერპლის, მოწმის და მოძალადის ფსიქოლოგიური თავისებურებები მათთან ურთიერთობისას; გამოიყენონ თანამედროვე სპეციალური მიდგომები ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვის გამოკითხვის პროცესში; გააანალიზონ მათი როლი და მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობა ბავშვზე ძალადობის პრევენციის საკითხებში.
ტრენინგს გაუძღვება ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი, ექსპერტი ბავშვთა დაცვის სფეროში.
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon