ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი  ბავშვთა დახმარების ხაზისა და საქართველოში არსებული ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის

ტრენინგი ბავშვთა დახმარების ხაზისა და საქართველოში არსებული ცხელი ხაზის ოპერატორებისთვის

2018 წლის 29-30 მაისს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ბავშვთა დახმარების ხაზი -ბენეფიციარების მხარდაჭერა“, რომელიც მიზნად ისახავდა ცხელი ხაზის ოპერატორების პროფესიონალიზმის გაზრდას ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ეფექტური რეაგირებისთვის.

ტრენინგს ესწრებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლები და საქართველოში არსებული ცხელი ხაზის ოპერატორები (1505 -სოციალური მომსახურების სააგენტო; 112 - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი; 116 006 ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი).

ტრენინგს უძღვებოდა Child Helpline International -ის ექსპერტი ნაფილა მაანი.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, ავითარებს ბავშვთა დახმარების ხაზს სოციალური ნომრით 116 111. ბავშვთა დახმარების ხაზი კონსულტაციას უწევს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი სურს.

იხილე ფოტოები:
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon