ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებზე ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის

ტრენინგი ბავშვზე სექსუალური ძალადობის საკითხებზე ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის

ბავშვზე სექსუალური ძალადობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და ყველა სოციალური ფენის ოჯახში გვხვდება. ასეთი ტიპის ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შეფასებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მნიშვნელოვანია ბავშვმა მაღალკვალიფიციური დახმარება მიიღოს პროფესიონალებისგან. 

2017 წლის 24-26 აპრილს, ბავშვის საერთაშორისო  კათოლიკურ ბიუროს (BICE) საერთაშორისო პროგრამის „ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და ევროპაში CIS 2015-2017” და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, ფსიქოლოგებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა 21 საათიანი ტრენინგი თემაზე:  „სექსუალური ძალადობა ბავშვზე - კოორდინირებული რეაგირება  სექსუალური ძალადობის შემთხვევებში“. ტრენინგზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თერაპიული მხარდაჭერა, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა ბავშვზე ძალადობის შემთხვევებში, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევის შეფასება სასამართლო პროცესისთვის და სხვ.

ტრენინგი გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით. მას ესწრებოდნენ თბილისის, ბათუმის და ზუგდიდის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრის თანამშრომლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები.

ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა დაცვის ექსპერტი, ოჯახის თერაპევტი და პარიზის „Le Centre des Buttes-Chaumont”-ის დამფუძნებელი, მარტინ ნისი.

იხილეთ ფოტოები

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon