ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.

ტრენინგი: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პედიატრთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს: „ძალადობა ბავშვზე - იდენტიფიცირება და რეაგირება“.  ტრენინგი აკრედიტირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტაციის ნომერი: 0173. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობებისთვის - საოჯახო მედიცინა, პედიატრია. 

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

ტრენინგი ტარდება 2020 წლის 3-4-5 აგვისტოს.

სასტუმრო „ბომონდ გარდენი“.

 

ტრენინგს ატარებენ:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ჟორჟოლიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსუდან ქარსელაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ გაგუა

ბავშვთა დაცვის ექსპერტი, პედიატრი ქეთი დავითიშვილი

ბავშვთა დაცვის ექსპერტი, პედიატრი მარი წერეთელი

 

მონაწილეთა რეგისტრაცია:

ტრენიგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ მოგვმართოთ  არაუგვიანეს 2020 წლის 21 ივლისის 6 საათამდე. 

 

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ:

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი - თბილისი, ედიშერ მაღალაშვილის ქუჩა #4, ბინა; ტელ: 2421422; ელ. ფოსტა: info@phf.org.ge

 

საკონტაქტო პირები:

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:

  1. ქეთევან დავითიშვილი - მობ.: 599757206, ელ. ფოსტა: k_davitishvili@phf.org.ge
  2. დავით ხუჭუა - მობ.: 599468906, ელ. ფოსტა: d_khuchua@phf.org.ge

 

ტრენინგი მომზადდა და ტარდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ, ფონდი ოუკის (Oak Foundation) მიერ დაფინანსებული პროექტის „შევაჩეროთ ბავშვზე ძალადობა - ჯანდაცვის სექტორის როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის  და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში“ - ფარგლებში.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon