ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი თემაზე: COVID 19 - ის გავრცელება, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში

ტრენინგი თემაზე: COVID 19 - ის გავრცელება, პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგის მორიგი ციკლი ზუგდიდის და ქუთაისის  დევნილთა პოლიკლინიკების  ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ზუგდიდის და ქუთაისის დევნილთა პოლიკლინიკების   ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:

  1. 1. რეგიონში ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების ზოგადი მიმოხილვა;
  2. 2. COVID 19 - ის დიაგნოსტიკის, პრევენციის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები;
  3. 3. იძულებით გადაადგილებულ პირთა სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა კორონა ვირუსით დაავადების შემთხვევაში.

ტრენინგზე მიღებული ცოდნის და ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეებიუკეთ გაეცნენ საქართველოში  ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს; მიიღეს ინფორმაცია თუ რა მეთოდებით ხდება COVID 19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში; დეტალურად გაეცნენCOVID 19-ის სიმპტომებს, ტესტირების  სახეებს, მკურნალობის სახელმწიფო  პროგრამებით სარგებლობის მექანიზმებს, კერძოდ:

  • ● ვის უნდა მიმართონ კორონა ვირუსით დაავადების შემთხვევაში სახელწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად;
  • ● როგორ ხდება  COVID 19-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მეთოდებით;
  • ● როგორ ხდება დიაგნოსტიკის და მკურნალობის ანაზღაურება (არის თუ არა თანა -გადახდა და როგორ).

ტრენინგზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეხებოდა რეგიონში არსებულ COVID 19-თანდაკავშირებულ  პრობლემებს და გამოწვევებს; ასევე, როგორ გავზარდოთ იძულებით გადაადგილებულ პაციენტთა  ცოდნა  სრულფასოვანი დიაგნოსტიკის და მკურნალობის   მიღების უფლებებზე;როგორ მოვახდინოთ იძულებით გადაადგილებულ პაციენტთა  მკურნალობა კორანა ვირუსით დაავადების შემთხვევაში და სხვა.

 

ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ბატონი გიორგი კამკამიძე. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი და ჯეოქორი მადლობას უხდის ბატონ გიორგი კამკამიძეს თანამშრომლობისთვის, ტრენინგის წარმართვის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon