ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y
ტრენინგი თემაზე: სახელმწიფო რეფერალური და სხვა ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის უფლება

ტრენინგი თემაზე: სახელმწიფო რეფერალური და სხვა ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის უფლება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა“ ფარგლებში, 2020 წლის 23 ივნისს ჩატარდა ტრენინგი აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ტრენინგი მიეძღვნა აფხაზეთის ჯანდაცვის მუშაკების  ცოდნის გაზრდას და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შემდეგი მიმართულებებით:  (1) რა არის  რეფერალური მომსახურების სახელმწიფო  პროგრამა; (2) ვის შეუძლია რეფერალური და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა; (3) ვის უნდა მიმართოთ  რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად და (4) როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება. ტრენინგს ესწრებოდნენ ქართველი და აფხაზი ექიმები, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი, კორპორაცია „ევექსის“ სამედიცინო ხარისხის განყოფილების დირექტორი, ქალბატონი დეა ნიჟარაძე.

ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებულ ჯანდაცვის პროგრამებს, რეფერალურიმომსახურებისსახელმწიფოპროგრამას; ასევე, მიიღეს დეტალური ინფორმაცია რეფერალური და სხვა ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მექანიზმების შესახებ; გაიგეს თუ როგორ არის შესაძლებელი  ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობაში რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პაციენტთა ცოდნის გაზრდას ჯანმრთელობის მიღების  უფლებაზე და ა.შ.

ტრენინგის მონაწილეებმა პოზიტიური უკუკავშირი გამოხატეს მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციასთან დაკავშირებით. მათი საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა მომდევნო ეტაპის ტრენინგი.

საქართველოსსაზოგადოებრივიჯანდაცვისფონდიდაჯეოქორიმადლობასუხდისქალბატონდეასტრენინგისწარმართვის, ცოდნისადაგამოცდილებისგაზიარებისთვის.

იხილეთ სახელმძღვანელო სრულად  ქართულ ენაზე
 
იხილეთ სახელმძღვანელო სრულად  რუსულ ენაზე
"
Право пользования реферальной и другими государственными программами здравоохранения"
 

 

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon