ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ბავშვის მიმართ ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის შემცირება

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაისი 2014 - ივნისი 2015 (დასრულებული)

ბავშვის მიმართ ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის შემცირება

პროექტის დონორი:  Defence for Children International-ECPAT Netherlands / ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2014 – ივნისი 2015

პროექტის მიზნები:

  • სამოქალაქო საზოგადოების რეაგირების გაზრდა ბავშვზე ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე;
  • გლობალური ძალისხმევა ბავშვზე სექსუალური ექსპლუატაციის ყველა ფორმის დასამარცხებლად.

ამოცანები:

  • ბავშვზე ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის შესახებ საზოგადოების და შესაბამისი დაინტერესებული პირების ცნობიერების გაზრდა სათანადო რეაგირების მოსახდენად;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება ბავშვთა დაცვის გასაუმჯობესებლად;
  • ეფექტური თანამშრომლობა ბავშვთა დაცვის სისტემის ფარგლებში  (მულტისექტორული და სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობა ბავშვთა დაცვის სისტემის ფარგლებში და ასევე სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა ადგილობრივ, ნაციონალურ, რეგიონულ, საერთაშორისო ადვოკატირების და ლობირების ქსელებში და ინიციატივებში);
  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ, ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე;
  • მომსახურების მიწოდება ძალადობის (მათ შორის სექსუალური ძალადობის) მსხვერპლი და რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის.