ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციისაგან

აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა
ოქტომბერი 2014 - აპრილი 2015 (დასრულებული)

ბავშვთა დაცვა სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციისაგან

პროექტის დონორი: აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

პროექტის ხანგრძლივობა: ოქტომბერი 2014 – აპრილი 2015

პროექტის მიზანი:

  • საზოგადოების და შესაბამისი დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლება ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის საკითხებზე

ამოცანები:

  • საზოგადოების ინფორმირება ბავშვთა სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციისაგან დაცვის მნიშვნელობის შესახებ;
  • შესაბამისი დაინტერესებული პირების (სამთავრობო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო სექტორი) ცოდნის ამაღლება, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობების ფარგლებში მოახდინონ  ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის პრევენცია და ამოცნობა;
  • ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის შემთხვევებზე ეფექტური მუშაობის მიზნით მულტი-სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.