ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 | 2 421 422
10 y

თანამშრომლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის დასამარცხებლად

ევროკავშირი
დეკემბერი 2012 - დეკემბერი 2014 (დასრულებული)
ევროკავშირი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

თანამშრომლობა ბავშვზე სექსუალური ძალადობის დასამარცხებლად

პროექტი დონორი: ევროკავშირი
პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2012 - დეკემბერი 2014
პროექტის პარტნიორი: Defence for Children International-ECPAT Netherlands

პროექტის მიზანი:
• საქართველოში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, ბავშვთა დაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
• ბავშვთა დაცვის და სამართალდამცავი სისტემების თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დაცვის პროცესი წარიმართოს ბავშვისადმი კეთილგანწყობილად და არ მოხდეს მისი განმეორებითი ტრავმირება.

ამოცანები:
• არასამთავრობო და სამთავრობო ინსტიტუტების ცოდნისა და უნარების გაძლიერება, რომ მათ მიერ განხორციელებული ინტერვენციები ეფუძნებოდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;
• არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება და კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება სექსუალური და სხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტერესების დასაცავად;
• პრაქტიკოსების, პოლიტიკის შემქმნელთა და სხვა პასუხისმგებელ პირთა ცნობიერების ამაღლება ბავშვისადმი მეგობრული პოლიტიკის და პროცედურების შესახებ.