ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება.

მუდმივი კონფლიქტი და ოჯახის წევრების ერთმანეთზე ძალადობა ბავშვებს უქრობს უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას, მათში დანაშაულის გრძნობას იწვევს, წარმოქმნის ემოციური და ქცევითი ხასიათის პრობლემებს, ბავშვები დაისწავლიან ძალადობრივ ქცევას.

➡️ გაეცანი როგორ შეიძლება იმოქმედო თუ შენ ხარ:
1️ მოზარდი
2️ მშობელი
3️ მეზობელი

 გახსოვდეს, როცა შენ იცი ძალადობის შესახებ და თვალს ხუჭავ, შენც ამ ამბის მონაწილე ხდები.

თუ შენ ხარ მოზარდი და იცი, რომ შენი მეგობარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მოუყევი მომხდარის შესახებ უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობი. 
 დარეკე ბავშვთა დახმარების ხაზზე ნომრით 116111. ასევე, შეგიძლია დარეკო ნომრებზე 1505 და 112.

თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობას განიცდის, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ძალადობა ბავშვის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.
 შეგიძლიათ დარეკოთ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზზე - 116006 კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

თუ თქვენ ხართ მეზობელი, რომელმაც იცის, რომ ოჯახში, სადაც ბავშვია მუდმივად ხდება ძალადობა, აუცილებლად უნდა დარეკოთ პოლიციაში ან სოციალური მომსახურების სააგენტოში. ასევე შეგიძლით დაუკავშირდეთ ბავშვთა დახმარების ხაზს.
 1505-ზე დარეკვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ანონიმური.

 

მომზადებულია პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში.

➡️ პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon