მშობლებისთვის

8 მნიშვნელოვანი  ასპექტი რაც  უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon
 

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული განვითარების 8 მნიშვნელოვან  ასპექტს:

1) ძლიერი სტრესი, რომლიც ზემოქმედებს ოჯახსა და გარემოზე, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებზეც კი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს.  

არასასურველი გამოცდილებამ, ნაყოფისა და ადრეული ასაკის  ბავშვების თავის ტვინში, შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ქიმიური დარღვევები, რაც მოსალოდნელია გაგრძელდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ გამოცდილებასთან დაკავშირებულმა ბიოლოგიურმა ცვლილებებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მრავალ ორგანულ სისტემაზე და არა მარტო გაზარდოს  მომავალში სწავლის უნარის და ქცევის დარღვევების რისკი, არამედ გამოიწვიოს ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის მძიმე  დარღვევები.

2) ბავშვის  განვითარება მეტად ინტერაქტიული პროცესია და ცხოვრების შედეგები მხოლოდ გენებით არ განისაზღვრება.

გარემო, რომელშიც ადამიანი ვითარდება, დაბადებამდე და მალევე, დაბადების შემდგომ, იძლევა მძლავრ გამოცდილებას, რაც ქიმიურად ცვლის გარკვეულ გენებს ისე, რომ ეს  შემდგომ განსაზღვრავს რა ხარისხით  და როდის გამოიხატება მათი ექსპრესია. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განვითარებაზე, გარემო ფაქტორებს აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ ოჯახური მემკვიდრეობა. მაგალითად, ბავშვები იბადებიან უნარით დაისწავლონ იმპულსების კონტროლი, ყურადღების კონცენტრირება და მეხსიერებაში ინფორმაციის შენარჩუნება, მაგრამ სწორად სიცოცხლის პირველივე წლის  გამოცდილება საფუძველს უდებს იმას, თუ რამდენად კარგად განვითარდება ეს და სხვა აღმასრულებელი ფუნქციები.

3) ჩვილი ძირითად კავშირს, მიჯაჭვულობას,  ამყარებს  მშობელთან, ამ  გრძნობის  გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ ვითარდება.

მცირეწლოვან ბავშვებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი  სარგებელი მიიღონ სხვა მზრუნველ უფროსთან, აღმზრდელებთან ურთიერთობებით, როგორც ოჯახის შიგნით, ისე მის გარეთ. საიმედო ხელმისაწვდომ მოზარდებთან  და აღმზრდელთან  ურთიერთობა  გავლენას არ ახდენს მცირეწლოვანი ბავშვის მშობელთან „ძირითადი“ ურთიერთობის სიმტკიცეზე. სინამდვილეში, რამდენიმე აღმზრდელს შეუძლია ხელი შეუწყოს მცირეწლოვანი ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებას. ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამის  ფარგლებში აღმზრდელი  პერსონალის ხშირი ცვლა  და არასაიმედო ურთიერთობები ხელს უშლის ბავშვებში საიმედო მოლოდინის  ფორმირებას, რამდენადაც ბავშვმა არ იცის დაკმაყოფილდება თუ არა, ან როგორ დაკმაყოფილდება მისი საჭიროებები.

4) ბავშვის თავის ტვინის ძირითადი არქიტექტურა ყალიბდება დაბადებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი განვითარების შესაძლებლობის ფანჯარა იხურება ბავშვის დაბადების მესამე წელს.

ტვინის ფუნქციის ძირითადი ასპექტები, როგორიცაა ეფექტური ხედვის და მოსმენის უნარი, ისევე როგორც ემოციური განვითარების ზოგიერთი ასპექტი, მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ძალიან ადრეულ გამოცდილებაზე.

მიუხედავად იმისა,რომ ტვინის რეგიონებზე, რომლებიც განკუთვნილია  უმაღლესი რანგის ფუნქციებს შესასრულებლად, რომლებიც მოიცავს  სოციალურ, ემოციურ და კოგნიტურ შესაძლებლობებს, აღმასრულებელი ფუნქციონირების მრავალი ასპექტს,    სეროზულ გავლენას ახდენს ადრეულ გამოცდილება. თუმცა, ტვინის ეს რეგიონები განაგრძობენ განვითარებას თინეიჯერობის და ადრეული ზრდასრულობის ასაკამდე.   ის, რომ სფეროების უმრავლესობისთვის შესაძლებლობის განვითარების ფანჯარა ღიაა 3 წლის ასაკის შემდგომ წლებშიც,  შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ ადრეული გავლენების შედეგების წარმატებით გამკლავების გზები ზრდასრულ ასაკშიც. ზოგადად, ძირითადი პრინციპი - "უკეთესია ადრე, ვიდრე გვიან", კვლავ მნიშვნელოვანია.

5) ბავშვის სერიოზული უგულებელყოფა ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ფიზიკური ძალადობა - შესაძლოა უფრო მეტსაც კი.

მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგულებელყოფას განიცდიდნენ, ასაკის მატებასთან ერთად აღენიშნებათ სერიოზული კოგნიტური დარღვევები, ყურადღების და მეტყველების პრობლემები, აკადემიურ,  ქცევის და თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები. ეს გვაფიქრებინებს, რომ  ადრეულ ასაკში არასაიმედო ურთიერთობები  შეიძლება უფრო მეტად აზიანებდეს თავის ტვინის განვითარებას, ვიდრე ფიზიკური ტრავმა, თუმცა უგულებელყოფას  ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.

6) ბავშვებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა, ყოველთვის  არ აღენიშნებათ სტრესთან დაკავშირებული აშლილობები ან არ იზრდებიან მოძალადეებად.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები, რომლებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება, მათი ტვინის განვითარება უარყოფითი გავლენას ქვეშ არის და მოგვიანებით შეიძლება აგრესიის პრობლემები აღენიშნებოდეთ, არ არიან განწირულები ცუდი შედეგებისთვის.  მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუ დროულად მოხდება  სანდო და საიმედო ურთიერთობების დამყარება  მხარდამჭერ აღმზრდელთან და საჭიროების შემთხვევაში  ჩაუტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

7) ბავშვის  გამოყვანა  სახიფათო გარემოდან თავისთავად არ შეცვლის მისი გამოცდილების ნეგატიურ შედეგებს.

ეჭვგარეშეა, რომ საზიანო გარემოში მყოფი ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გამოყვანილი სახიფათო გარემოდან. ანალოგიურად, ბავშვები, რომლებიც განიცდიან მძიმე უგულებელყოფას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი  მზრუნველი აღმზრდელით. ტრავმირებული ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ ისეთ გარემოში, რომელიც აღადგენს მათ უსაფრთხოების, კონტროლის და პროგნოზირებადობის განცდას, და ისინი, როგორც წესი, გამოჯანმრთელებისთვის  საჭიროებენ თერაპიულ  დამხმარება.

8) სიცოცხლისუნარიანობა  მოითხოვს ურთიერთობებს და არა მკაცრ ინდივიდუალიზმს.

ბავშვის  ადაპტაცია და „აყვავება“  რთულ გარემო პირობებშიც არის შესაძლებელი. ფართოდ გავრცელებულია მცდარი  შეხედულება, რომ სირთულეების დასაძლევად ადამიანი მხოლოდ საკუთარ სიმამაცეს და გამბედავ ხასიათს უნდა დაეყრდნოს.  დღეს მეცნიერება  გვეუბნება, რომ მინიმუმ ერთი საიმედო, მხარდამჭერი ურთიერთობის  არსებობა მშობელთან, აღმზრდელთან ან სხვა ზრდასრულთან და სირთულეების დაძლევის ბიოლოგიური რეზისტენტულობის ერთობლიობა, ბავშვის  განვითარების და ცხოვრების სირთულეების გადალახვის აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს.

ბავშვებისთვის, რომლებიც სტრესის ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდიან, ცალ -ცალკე აღებული  ინდივიდუალური მახასიათებლები და  სოციალური გარემო არ იძლევა დადებითი შედეგებს. სიცოცხლისუნარიანობა ეს არის ბიოლოგიასა და გარემოს შორის ურთიერთქმედება, რომელიც ანვითარებს ბავშვის უნარს გაუმკლავდეს სირთულეებს და გადალახოს საფრთხეები. დადებითი მომენტები შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ისინი აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვმა სერიოზული სირთულეები დაძლიოს.

 

სტატია მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის - From Best Practices to Breakthrough Impacts: A Science-Based Approach to Building a More Promising Future for Young Children and Familiesმიხედვით.

Center on the Developing Child at Harvard University (2016). 

Retrieved from www.developingchild.harvard.edu.