ბავშვებისთვის

ბრაზი და ბრაზის მართვა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

http://www.youtube.com/embed/myMIqg6mtZgშენ შეიძლება ხანდახან გაბრაზდე. ხანდახან ყველა ბრაზდება. ბრაზი თავისთავად არ არის ცუდი რამ. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქცევი, როდესაც გაბრაზებული ხარ. ბრაზი ცუდია მაშინ, როცა გაიძულებს ადამიანს აწყენინო ან ტკივილი მიაყენო. უმართავმა ბრაზმა შეიძლება გაანადგუროს მეგობრობა ან სასაცილო მდგომარეობაში ჩაგვაყენოს.


როდესაც ადამიანი ბრაზდება, სიცივის ან სიცხის შეგრძნება უჩნდება, გულისცემა უჩქარდება და სუნთქვა უძნელდება. ხშირად მუშტები და კრიჭა ეკვრება. შესაძლოა, გაბრაზებულმა ადამიანმა საგანს, ცხოველს ან ადამიანს წიხლის ჰკრას, მუშტი დაარტყას ან უყვიროს.


საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს და ნივთებს ზიანი რომ არ მიაყენო, მნიშვნელოვანია, შენი ბრაზის მართვა შეძლო. ბრაზის მართვა შესაძლებელია მარტივი სავარჯიშოებით.

 

როცა გაბრაზებული ხარ:
1. განმარტოვდი;
2. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქე - ამოისუნთქე;
3. გულში ნელა დაითვალე 10-მდე და უკან;
4. მშვიდად იფიქრე და ესაუბრე საკუთარ თავს.
საკუთარ თავთან საუბრის მაგალითებია:
• “დაწყნარდი”;
• “მე ბრაზს მოვერევი”;
• “მე ეს გამომივა”;
5. დაწერე ფურცელზე, რამ გაგაბრაზა;
6. აიღე ფლომასტერი ან ფანქრები და ცარიელი ფურცელი დაჯღაბნე;
7. აიღე ქაღალდის ფურცელი და ნაკუწებად აქციე (ოღონდ მოგვიანებით თავადვე აალაგე ნაკუწები, თორემ სხვასაც გააბრაზებ);
8. აიღე ბალიში და ძლიერად დაარტყი მუშტები 10-ჯერ.

 

ამ მარტივი სავარჯიშოს შესრულებით შენი ბრაზი შემცირდება და შენ უკეთ შეძლებ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

გაიგე უფრო მეტი, მიყევი ბმულს

 

 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ