პროფესიონალებისთვის

საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას - დაინახეთ, მოუსმინეთ, ესაუბრეთ ბავშვს
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

 

საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას - დაინახეთ, მოუსმინეთ, ესაუბრეთ ბავშვს

ბავშვებს აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ყველა საკითხზე, რომელიც მათ ეხება. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები საკუთარი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ბავშვები თავად წარმოადგენენ  საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის  ძირითადი წყაროს და იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მასზე ოჯახის კულტურა და ღირებულებები. კვლევები აჩვენებენ, რომ ის პროფესიონალები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვებთან საუბარს და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლებად  ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს.

მიუხედევად ასაკისა,  ესაუბრეთ ბავშვს. მოუსმინეთ რას ამბობს, სერიოზულად მოეკიდეთ მათ შეხედულებებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  ითანამშრომლეთ ბავშვთან მათი საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით. 

არსებობს ბარიერების მთელი რიგი,  რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ  მცირე ასაკის ბავშვებთან კომუნიკაცია. პრაქტიკოსები ფხიზლად უნდა იყვნენ  ამ ბარიერების მიმართ  და მოძებნონ მათი გადალახვის, ან თავიდან აცილების გზები.  პოტენციური ბარიერები მოიცავს:

დრო და დატვირთვა: მცირეწლოვან ბავშვებთან კომუნიკაციას დრო სჭირდება - დრო დაკვირვებისთვის, ჩართულობისთვის და კომუნიკაციისთვის. მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ შეზღუდული კონცენტრაციის უნარი და ბავშვის სურვილებისა და გრძნობების გასაგებად, პრაქტიკოსებს შეიძლება მოუწიოთ რამდენიმე შეხვედრის დაგეგმვა.

მშობლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ:  მშობლებს შეიძლება არ სურდეთ, რომ ესაუბრონ მათ შვილს - და, კერძოდ, მხოლოდ ბავშვს ესაუბროთ. თუ ეს პრობლემა დგას თქვენს წინაშე, შეიძლება ამ ბარიერის გადალახვა ბავშვისთვის და ოჯახისთვის ნაცნობი და სანდო ადამიანის, მაგალითად, ოჯახის ექიმის მეშვეობით.

გამოუცდელობა:  ზოგიერთი პრაქტიკოსი შეიძლება იყოს გამოუცდელი ან მცირეწლოვან ბავშვებთან მუშაობისას აკლდეს  თავდაჯერებულობა. მას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ტრენინგი, ან მასზე გამოცდილ პროფესიონალის დახმარება ან ზედამხედველობა.  წინსვლის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს  პრაქტიკა საბავშვო დაწესებულებებში, მაგალითად , საბავშვო ბაღში, რათა უკეთ შეიგრძნონ ბავშვი, მათი განვითარება, თამაშის ეტაპები და როგორ ურთიერთობენ ისინი. ეს შეიძლება იყოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაწილი.

გარემო: გარემო უმნიშვნელოვანესია ბავშვთან კომუნიკაციისას. განსაკუთრებით რთულია ბავშვთან კომუნიკაცია  ქაოტურ გარემოში, ოჯახში -  შეიძლება არსებობდეს ყურადღების გამფანტველი მრავალი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს დაკვირვებების და ურთიერთობის პროცესზე.

ასაკი: ბავშვის ასაკი და განვითარების სტადია შესაძლოა წარმოადგენდეს ბარიერს - მაგალითად, პატარები, რომლებსაც აქვთ კონცენტრაციის და ვერბალური კომუნიკაციის შეზღუდული უნარები, და სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებსაც არ სურთ საუბარი. ბავშვის განვითარებისა და მცირე ასაკის ბავშვთან ურთიერთობის საფუძვლიანი ცოდნა წარმოადგენს ამ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას.  

დამატებითი საჭიროებები:  ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისთვის, რომლებსაც აქვთ დამატებითი საჭიროებები,  გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. მაგალითად, ენა რომელზეც ესაუბრებით,  არის თუ არა ბავშვისთვის მშობლიური ენა და ესმის თუ არა კარგად ის. მიუხედავად პატარა ბავშვების საკმაოდ დიდი ლექსიკური მარაგისა, მათ მიერ გამოყენებული სიტყვები უფრო შეზღუდული და ზოგადია, სიტყვებს მათთვის განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია  პრაქტიკოსებმა დაიხმარონ ისინი, ვინც კარგად იცნობს ბავშვს და ესმით, როგორ ურთიერთობენ ისინი - მაგალითად, ბავშვის მშობლები, ძიძა, საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

შემოქმედებითი ინსტრუმენტების ნაკლებობა: ბავშვთან კომუნიკაციის დროს, პრაქტიკოსებს შეიძლება დაეხმაროს პრაქტიკული რესურსების ნაკრები, რომელიც დაეხმარება მათ ბავშვებთან შემოქმედებით მუშაობაში. მაგალითად, ფერადი ფანქრები და პასტელები, ფურცელი, რბილი სათამაშოები, მცირე ზომის სათამაშოები - ასაწყობი კუბები, თოჯინები, მანქანები, სათამაშო ტელეფონი და სხვა. ძირითადი "ინსტრუმენტების ნაკრები" შეიძლება შეიკრიბოს შეზღუდული ბიუჯეტით.

მხარდაჭერის ნაკლებობა: პრაქტიკოსებს სჭირდებათ მენეჯერების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ განივითარონ მცირე ასაკის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაციის  უნარები და თავდაჯერებულობა.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა გააცნობიერონ, რომ პრაქტიკოსებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი დრო და რესურსები ძალიან მცირეწლოვან ბავშვებთან კომუნიკაციისთვის.