მშობლებისთვის

ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირება
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირება

აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების  უნარები არის გონებრივი პროცესები,   რომლებიც საშუალებას გვაძლევს  მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრირება, დავგეგმოთ, გადავჭრათ პრობლემები, წარმატებით შევასრულოთ  რამდენიმე დავალება, საჰაერო მოძრაობის  სისტემის უსაფრთხოდ მართვის  მსგავსად, დატვირთულ აეროპორტში, სადაც  რამდენიმე  ასაფრენ ბილიკზე მრავალი თვითმფრინავის, ჩამოსვლის და გამგზავრების, კონტროლი ხდება. ტვინს ეს უნარი სჭირდება ყურადღების გადასატანად, ამოცანების პრიორიტეტების განსაზღვრის, მიზნების დასახვის და იმპულსების გასაკონტროლებლად.

როდესაც ბავშვებს აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების უნარების განვითარების შესაძლებლობა აქვს, ინდივიდები და საზოგადოება იღებს სარგებელს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ უნარებს სწავლისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი ასევე პოზიტიურ ქცევას  უწყობენ ხელს  და გვაძლევენ საშუალებას გავაკეთოთ ჯანსაღი არჩევანი, ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის.

აღმასრულებელი ფუნქცია და თვითრეგულირების უნარები დამოკიდებულია  ტვინის ფუნქციონირების 3 ტიპზე: მუშა მეხსიერებაზე, გონებრივ მოქნილობაზე და თვითკონტროლზე. ეს ფუნქციები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და აუცილებელია აღმასრულებელი ფუნქციის უნარების წარმატებული გამოყენებისთვის,   რათა ისინი   კოორდინირებულად მუშაობდნენ.

  • მუშა მეხსიერება არეგულირებს ჩვენს შესაძლებლობას შევინახოთ და დავამუშაოთ ინფორმაციის ცალკეული ფრაგმენტები დროის მოკლე პერიოდში.
  • გონებრივი მოქნილობა გვეხმარება შევინარჩუნოთ ან გადავიტანოთ ყურადღება სხვადასხვა მოთხოვნების საპასუხოდ ან სხვადასხვა გარემოში გამოვიყენოთ განსხვავებული წესები .
  • თვითკონტროლი გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ პრიორიტეტები და იმპულსურ ქმედებებს ან რეაგირებას  წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ბავშვები არ იბადებიან ამ უნარებით - ისინი იბადებიან მათი განვითარების პოტენციალით. ზოგიერთ ბავშვს  მეტი მხარდაჭერა სჭირდება ამ უნარების განვითარებისთვის.  სიტუაციებში, სადაც ბავშვები უფროსებთან ურთიერთობებისგან და გარემოსგან, არ იღებენ მხარდაჭერას ან თუ  გავლენა ტოქსიკური სტრესის წყაროა - მათი უნარების განვითარება  შეიძლება სერიოზულად შეფერხდეს ან დაზიანდეს.

ბავშვებში ტოქსიკური სტრესის განცდა უგულებელყოფის, ძალადობის  შედეგად გამოწვეულმა არასასურველმა გარემომ შეიძლება გამოიწვიოს,  რომლის ზეგავლენამაც შესაძლოა შეაფერხოს  ტვინის არქიტექტურის და  აღმასრულებელი ფუნქციის განვითარება.

საზოგადოების ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა ბავშვების მხარდაჭერა სახლში, ადრეული მოვლისა და განათლების პროგრამების ფარგლებში და გარემოში, რომელშიც ისინი ხშირად ხვდებიან.

 ბავშვის ზრდა-განვითარების ხელშემწყობი გარემო,  უზრუნველყოფს ბავშვებს იმ „საყრდენით“, რომელიც ეხმარება მათ  აუცილებელი უნარების გამოყენებაში, ვიდრე მათ  დამოუკიდებლად მოუწევთ მათი განხორციელება.

უფროსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვის აღმასრულებელი ფუნქციის უნარების განვითარებას: წესების დამკვიდრებით, სოციალური ქცევის მოდელირებით, ასევე მხარდამჭერი და საიმედო ურთიერთობების შექმნით და განმტკიცებით.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები ისეთი აქტივობების საშუალებით, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებით თამაშს და სოციალურ კავშირებს, ასწავლიან მათ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, მოიცავენ  ენერგიულ ვარჯიშს და რომლებიც დროთა განმავლობაში  ბავშვებს  საკუთარი ქმედებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემს, უფროსების ზედამხედველობის  შემცირების  ფონზე.

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence:https://bit.ly/3wsHrsZ