ბავშვთა დახმარების ხაზი

ბავშვთა დახმარების ხაზი
დაგვიკავშირდი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ბავშვთა დახმარების ხაზი 116 111 დახმარებას უწევს ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც რეკავენ თავიანთი პრობლემების გასაზიარებლად. ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. მომსახურება უფასოა.

ბავშვთა დახმარების ხაზი ასევე მომსახურებას უწევს მოზრდილებს - მშობლებს, პროფესიონალებს და ნებისმიერ ადამიანს, რომლებსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურთ საუბარი.

თქვენს ზარს უპასუხებს პროფესიონალი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ის მოგისმენთ, არ განგსჯით, დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. საუბრის შინაარსი კონფიდენციალურია.

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ანონიმურად ან მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია.

გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან ჩვენ ვზრუნავთ ბავშვის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე, შესაძლოა, მის დასაცავად ჩავრთოთ სხვა პროფესიონალები.

დაგვიკავშირდი