წინამდებარე პირობები განსაზღვრავს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ვებ-გვერდის – www.phf.org.ge გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში – ვებ-გვერდის პირობები). ვებ-გვერდზე სტუმრობით თქვენ აცხადებთ თანხმობას ვებ-გვერდის პირობებზე.
1. ტერმინთა განმარტება
1.1. ვებ-გვერდის პირობების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ვებ-გვერდი – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის სარგებლობაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის მისამართია – www.phf.org.ge
ვიზიტორი – ნებისმიერი პირი, რომელიც ესტუმრება ვებ-გვერდს ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ორგანიზაცია – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი საიდენტიფიკაციო ნომერი: 203864586.
მასალა – ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, სურათი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, ტექსტი, სტატია ან/და სხვა ნებისმიერი ბეჭდვითი დოკუმენტი. საკონტაქტო ფორმა – ვებ-გვერდზე ინტეგრირებული საკონტაქტო ფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნა.
1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა.
2. საავტორო უფლებები
2.1. მასალაზე ვრცელდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის საავტორო უფლებები. ვიზიტორი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს (მათ შორის ჩამოტვირთოს/გადმოწეროს) ან/და გაავრცელოს მასალა ნებისმიერი საშუალებით ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მიუხედავად იმისა, იძლევა თუ არა ვებ-გვერდი ტექნიკურად აღნიშნულის საშუალებას, გარდა ვებ-გვერდის პირობების 2.2. პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა.
2.2. მასალის ნებისმიერი საშუალებით გავრცელება დასაშვებია მხოლოდ, იმ პირობით, რომ:
ასეთი გავრცელება იქნება უფასო და არაკომერციული მიზნებისათვის.
ნებისმიერი გავრცელების დროს შესაბამისი მასალის/სტატიის ავტორად მითითებულ იქნება ორგანიზაციის და ვებგვერდის შესაბამისი მისამართი.
შესაბამისი მასალის შინაარსი გავრცელებული იქნება უცვლელი, პირვანდელი სახით.
გავრცელებისას მითითებულ იქნება ორგანიზაციის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესაბამისი ჩანაწერი.
2.3. მასალის, ნებისმიერი საშუალებით, ვებ-გვერდის პირობების დარღვევით, გამოყენების ან/და გავრცელების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირს მასალის წაშლა, გავრცელების შეწყვეტა, მასალაზე ორგანიზაციის ან/და ვებ-გვერდის ლინკის მითითება ან/და სხვა ნებისმიერი ქმედების შესრულება, ხოლო აღნიშნული პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ორგანიზაციის შესაბამისი მითითება.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავება
3.1. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები ორგანიზაციას მიეწოდება თავად მონაცემთა სუბიექტის მიერ. ორგანიზაციის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება:
სახელი და გვარი.
ტელეფონის ნომერი.
ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ორგანიზაციისთვის გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.2. ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
საკონტაქტო ფორმის შევსებისას.
ორგანიზაციასთან კომუნიკაციისას, მათ შორის ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
3.3. ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და მისი სრული დაცვით, მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის ან/და მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების მიზნებისათვის.
3.4. ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება ორგანიზაციის მხოლოდ იმ წარმომადგენელი პირებისათვის, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის ან/და მომსახურების შეთავაზების/რეკლამირების მიზნებისათვის. სხვა მესამე პირებისათვის პერსონალური მონაცემების გადაცემა არ ხდება.
3.5. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტისათვის მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ან/და იმ ვადით, რაც საჭიროა ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევისათვის.
3.6. მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია
3.6.1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია:
თუ რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ.
მონაცემთა დამუშავების მიზანი.
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
მოხდა თუ არა მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვინაობა იმ პირისა, ვიზეც მოხდა მათი გადაცემა.
მონაცემთა მესამე პირისათვის გადაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.6.2. მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
3.6.3. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
3.6.4. თუ თვლის, რომ ორგანიზაციის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, მიმართოს პრეტენზიით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
3.7. ორგანიზაციისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებისას, ორგანიზაცია არ ამოწმებს რამდენად არის პერსონალური მონაცემების მიმწოდებელი პირი მონაცემთა სუბიექტი ან/და მის გამჟღავნებაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად ნებისმიერი პერსონალური მონაცემის ორგანიზაციისთვის მიწოდებისას/გამჟღავნებისას მიმწოდებელი/გამმჟღავნებელია სრულად პასუხისმგებელი როგორც თავად მონაცემთა სუბიექტის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის წინაშე პერსონალური ინფორმაციის ორგანიზაციისთვის გადაცემა/გამჟღავნებაზე და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მოპოვების თაობაზე.
4. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
4.1. ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, რეკომენდაცია, სტატია და სხვა ბეჭდვითი მასალა/დოკუმენტი, წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას და განკუთვნილია მხოლოდ ინფორმირების მიზნებისათვის და არც ერთ შემთხვევაში უნდა იქნას მიჩნეული, როგორც ორგანიზაციის პროფესიული რჩევა.
4.2. ვიზიტორი არ უნდა დაეყრდნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რეკომენდაციას, სტატიას ან/და სხვა ბეჭდვით მასალას/დოკუმენტს ორგანიზაციასთან შესაბამისი წინასწარი კონსულტაციის გავლის გარეშე.
4.3. ორგანიზაცია არ აგებს პასუხს, ვებ-გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რეკომენდაციაზე, სტატიაზე ან/და სხვა ბეჭდვით მასალაზე/დოკუმენტზე დაყრდნობის შედეგად ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე.
4.4. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს ვებ-გვერდის შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფას, ორგანიზაცია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდის დროებით შეფერხებაზე ან/და მიუწვდომლობაზე და აღნიშნულით გამოწვეულ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიან/ზარალზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. სხვა პირობები
5.1. ორგანიზაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ვებ-გვერდის პირობები, ვებ-გვერდზე შეცვლილი რედაქციის განთავსების გზით.
5.2. საკონტაქტო ფორმა განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციასთან კომუნიკაციის დამყარების მიზნებისათვის და არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას საკონტაქტო ფორმის უსაფრთხოებასთან ან/და დაცულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად საკონტაქტო ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი კონფიდენციალური ან/და სხვა სახის სენსიტიური ინფორმაციის ორგანიზაციისთვის მიწოდების საშუალებად.
5.3. ორგანიზაციის საკონტაქტო მეილზე კონფიდენციალური ინფორმაციის გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნას, რომ ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია პასუხს არ აგებს მის გამჟღავნებაზე.
5.4. ორგანიზაციის სახელით გაგზავნილი ნებისმიერი წერილი/შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) და მისი ნებისმიერი დანართი ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შესაბამისი ადრესატისათვის და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუკი, თქვენ არ წარმოადგენთ აღნიშნული წერილის/შეტყობინების ადრესატს ან/და ადრესატის უფლებამოსილ წარმომადგენელს, გაცნობებთ, რომ დაუშვებელია მიღებული წერილის, მისი ნებისმიერი დანართის ან/და მასში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენება, გავრცელება, კოპირება, ბეჭდვა ან/და გამჟღავნება. თუკი, თქვენ არასწორად მიიღეთ წერილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე გამომგზავნს და დაუყოვნებლივ წაშალოთ წერილი და მისი ნებისმიერი დანართი შესაბამისი მოწყობილობიდან.
6. მზა ჩანაწერების (ე.წ. „Cookie“ ფაილები) გამოყენება
6.1. მზა ჩანაწერები წარმოადგენს მცირე ზომის ტექსტურ ფაილებს, რომელსაც ვებ-გვერდი ვიზიტორის სტუმრობისას ინახავს ვიზიტორის შესაბამის მოწყობილობაში. მზა ჩანაწერების მიზანია ორგანიზაციამ უკეთ მართოს და გააუმჯობესოს ვებ-გვერდის ეფექტურობა, ასევე დააკვირდეს ვებ-გვერდზე ვიზიტორთა ქცევას, რათა სამომავლოდ გააუმჯობესოს ვებ-გვერდით სარგებლობის ხარისხი.
6.2. ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი კატეგორიის მზა ჩანაწერების გამოყენება:
ანალიტიკური მზა ჩანაწერები – აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობისა და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციას სამომავლოდ ვებ-გვერდის მეშვეობით შესთავაზოს ვიზიტორს მისთვის საინტერესო ინფორმაცია და მომსახურება.
ფუნქციური მზა ჩანაწერები – აღნიშნული იძლევა ვებ-გვერდით ფუნქციონალურად სარგებლობის გაუმჯობესების საშუალებას და ემსახურება ვებ-გვერდით სარგებლობის გაადვილებას.
6.3. ზემოთ აღნიშნული მიზნით ვებ-გვერდზე ხდება შემდეგი ინფორმაციის შეგროვება:
ვიზიტორის IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე გადასვლა.
ინფორმაცია ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, გახსნის ხანგრძლივობის და სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.
6.4. მზა ჩანაწერების შეზღუდვა ან/და მათი დაბლოკვა შესაძლებელია შესაბამისი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით ან/და მზა ჩანაწერების წაშლით.