მთავარ შიგთავსზე გადასვლა
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

ტრენინგები ბავშვთა დაცვასა და ძალადობის პრევენციაზე

ბავშვები ხატავენ და ჭრიან ფერად ქაღალდს
სამუშაო პერიოდი
ორშ - პარ 10:00 - 18:00
ღირებულება
დამოკიდებულია ტრენინგის ტიპზე
სამიზნე აუდიტორია
ბავშვები, ახალგაზრდები, მშობლები, პრფესიონალები

ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს ბავშვების, ახალგაზრდების, მშობლების და პროფესიონალებისთვის. გთავაზობთ ღია სტანდარტულ კურსებს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტრენინგების განრიგი ქვეყნდება წინასწარ. ასევე, ვატარებთ მსურველთა საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

სატრენინგო პროგრამები ბავშვებისთვის
  • ძალადობა ბავშვზე – რა არის ეს?
  • როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან?
  • როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები?
  • ბავშვის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ინტერნეტში
სატრენინგო პროგრამები ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის
  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარება
  • ბავშვზე ძალადობის საკითხები: ბავშვზე ძალადობის გამოვლენა,ძალადობის შედეგების შეფასება, რეაგირება
  • ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები
  • დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვა სტრუქტურირებული პროტოკოლის მიხედვით
  • ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ბავშვის აღზრდის პროცესში
სატრენინგო პროგრამები მშობლების და აღმზრდელებისთვის
  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარება
  • პოზიტიური აღზრდა და კარგი მშობლობა
  • ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები, ბავშვზე ძალადობის პრევენცია
  • ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები
  • ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფრთხოება ინტერნეტში