მიმდინარეობს გვერდის განახლება

რესურსები

მშობლებისთვის, პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

მშობლებისთვის, პროფესიონალებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები

3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის

 

ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: ბავშვები ჩამოვაცილოთ უფროსების   ხელმძღვანელობას. ასე რომ, როცა ხედავთ, რომ ბავშვი მზადაა დამოუკიდებლად შეასრულოს აქტივობები, შეეცადეთ შეამციროთ თქვენი მხარდაჭერა.

წარმოსახვითი თამაში

წარმოსახვითი თამაშების  დროს,  ბავშვები როლების შესრულებისას,  ავითარებენ წესებს, რათა წარმართონ საკუთარი ქმედებები, გონებაში  აყალიბებენ კომპლექსურ იდეებს და  მოქმედებენ  წესების შესაბამისად, თრგუნავენ იმპულსებს ან მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება „როლს“. მოთამაშეები ხშირად იღებენ იდეებს საკუთარი ცხოვრებიდან, როგორიცაა ექიმთან ვიზიტი. ბავშვი ამ როლში  იქცევა, როგორც  „ავადმყოფი“, რომელიც  ექიმთან  გამოკვლევაზე ან აცრის გასაკეთებლად იმყოფება, ან როგორც “ექიმი” საუბრობს და მოქმედებს ექიმის მსგავსად (საუბრობს მშვიდად და ამშვიდებს ბავშვს), ან როგორც  “ავადმყოფი ბავშვი” საუბრობს და მოქმედებს როგორც ავადმყოფი (სევდიანი და შეშინებული). ხოლო ბავშვი “მშობლის” როლში საუბრობს და მოქმედებს როგორც შეშფოთებული მშობელი (შეშფოთებული და მზრუნველი). იმ დროს, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვები მარტო ან პარალელურად თამაშობენ, 3-დან-5 წლის ასაკის ბავშვები ერთად თამაშს სწავლობენ და ხშირად არეგულირებენ ერთმანეთის ქცევას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია თვითრეგულირების განვითარებაში.

მაღალი დონის წარმოსახვითი თამაშის მხარდაჭერის გზები:

  • წაიკითხეთ წიგნები, გაემგზავრეთ საველე ექსკურსიაზე ან გამოიყენეთ ვიდეოები, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვებს საკმარისი ინფორმაცია აქვთ სცენარის და როლების შესახებ, რათა მხარი დაუჭირონ როლურ თამაშს.
  • მიაწოდეთ მრავალფეროვანი რეკვიზიტები და სათამაშოები ამ ტიპის თამაშის წასახალისებლად. უმცროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო რეალური რეკვიზიტები თამაშის დასაწყებად (მაგ. სათამაშოების სამედიცინო ნაკრები),ხოლო უფროსი ასაკის  ბავშვებს შეუძლიათ  გამოიყენონ სხვადასხვა  ნივთები, რომ აქციონ ისინი სათამაშო რეკვიზიტებად (მაგ., ქაღალდის პირსახოცის მილი, რომელიც გამოიყენება „გატეხილი მკლავის“ საყრდენად). ნაცნობი ობიექტების ახლებურად გამოყენება ასევე ახორციელებს კოგნიტურ მოქნილობას.
  • ბავშვებს საშუალება მიეცით  შექმნან საკუთარი სათამაშო რეკვიზიტები. ბავშვებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ესაჭიროებათ, დაიმახსოვრონ ეს ინფორმაცია და შემდეგ  მიჰყვნენ თამაშს ისე, რომ ყურადღება არ გადაიტანონ სხვა რამეზე. ისინი ასევე ავარჯიშებენ შერჩევით ყურადღებას, მუშა მეხსიერებას და დაგეგმვას. თუ თავდაპირველი გეგმები ვერ ხორციელდება, ბავშვებმა უნდა შეცვალონ თავიანთი იდეები და სცადონ ხელახლა, მოახდინონ  შემეცნებითი მოქნილობის გამოწვევა, ქცევის და აზროვნების ახალ, ცვალებად ან მოულოდნელ სიტუაციებთან ადაპტირება.
  • თამაშის ორგანიზებისთვის კარგი საშუალებაა თამაშის გეგმების შექმნა, რაც აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების განვითარებას უწყობს ხელს.  ბავშვები თამაშის  დაწყებამდე იღებენ გადაწყვეტილებას  ვინ იქნებიან და რას გაკეთებენ, შემდეგ კი ხატავენ გეგმას ქაღალდზე.
  • დაგეგმვა ნიშნავს, რომ ბავშვები ჯერ ფიქრობენ და შემდეგ მოქმედებენ, რითაც ახორციელებენ იმპულსების კონტროლს. ჯგუფური  თამაშის დაგეგმვის პროცესი ხელს უწყობს როგორც სოციალური პრობლემების გადაჭრის უნარის, ასევე, მეტყველების განვითარებას.

თხრობა

ბავშვებს უყვართ ისტორიების შეთხზვა და მოყოლა. მათი ადრეული ისტორიები, როგორც წესი, არის მოვლენების სერია, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია წინა მოვლენასთან, მაგრამ არ გააჩნია რაიმე უფრო დიდი სტრუქტურა. პრაქტიკით ბავშვები უფრო რთულ და ორგანიზებულ სიუჟეტს  ავითარებენ. ისტორიის თხრობის სირთულის  ზრდასთან ერთად, ბავშვები მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვასა და მანიპულირებაში  ვარჯიშობენ.

  • ისტორიების მოყოლა  ჯგუფურად: ერთი ბავშვი იწყებს ამბავს და ჯგუფის თითოეული წევრი  ამატებს მას რაღაც ახალს. ბავშვებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თითოეული ბავშვის მონათხრობს, დაფიქრდნენ სიუჟეტის გაგრძელებაზე  და მოარგონ თავიანთი დამატებები. ამით ხდება  მათი ყურადღების, მუშა მეხსიერების  და თვითკონტროლის სტიმულირება .
  • ბავშვებს  მიერ შეთხზული ისტორიების გათამაშება: ისტორიის სიუჟეტი წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც წარმართავს ბავშვების ქმედებებს და მოითხოვს მათგან,  ყურადღება მიაქციონ სიუჟეტს და მიჰყვნენ მას. ამავდროულად, აფერხებს  იმპულსს ახალი სიუჟეტის შესაქმნელად.
  • ორენოვან ოჯახებს შეუძლიათ ისტორიების მოყოლა მშობლიურ ენაზე: კვლევებმა აჩვენა, რომ ორენოვნების გამოყენებას სარგებელი მოაქვს   აღმასრულებელი ფუნქციების სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის, ყველა ასაკის ბავშვებში. ამიტომ,  მნიშვნელოვანია მეორე ენის სრულყოფილად ფლობის ხელშეწყობა.

მოძრაობის გამოწვევები: სიმღერები და თამაშები

სიმღერის და მოძრაობის თამაშები აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების მხარდამჭერია, რადგან ბავშვებმა უნდა იმოძრაონ გარკვეული რიტმით და მოახდინონ სიტყვების სინქრონიზაცია მოძრაობასთან და  მუსიკასთან. ყველა ეს ამოცანა ხელს უწყობს კონტროლის და მუშა მეხსიერების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად, ბავშვების  დაინტერესების და გამოწვევისთვის,   სიმღერები და თამაშები  თანდათანობით  გართულდეს.

  • მიეცით ბავშვებს მრავალი შესაძლებლობა, რომ  საკუთარი თავი ფიზიკურად გამოსცადონ  სხვადასხვა მასალებზე წვდომის საშუალებით, მაგალითად  როგორიცაა ასასვლელი კონსტრუქციები, წონასწორობის დაცვის თამაშები, საქანელები და ა.შ.შექმენითბავშვებისთვის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა დაბრკოლების გადალახვა და თამაშები, რომლებიც ხელს უწყობენ რთულ მოძრაობებს  (ხტუნვა, წონასწორობის დაცვა და ა.შ.) – რომელებიც ამავე დროს სახალისოა. როდესაც ბავშვები ცდილობენ ახალი და რთული აქტივობების შესრულებას, მიზნის მისაღწევად მათ სჭირდებათ ყურადღების ფოკუსირება,  მოქმედებების კონტროლირება და კორექტირება .
  • წაახალისეთ ყურადღების კონტროლი უფრო მშვიდი აქტივობებით, რომლებიც მოითხოვს ბავშვებისგან  სტიმულირების შემცირებას  და ყურადღების ფოკუსირებას, როგორიცაა წონასწორობის დაცვა ან იოგას პოზები, რომლებიც მოიცავს მშვიდ სუნთქვას.
  • ჩართეთ მუსიკა და სთხოვეთ ბავშვებს იცეკვონ ძალიან სწრაფად, შემდეგ კი ძალიან ნელა. „ყინულის“ ცეკვა ასევე სახალისოა და ის შეიძლება გართულდეს, თუ ბავშვებს სთხოვთ გაიყინონ კონკრეტულ პოზიციაში, როდესაც მუსიკა ჩერდება, ბავშვებმა უნდა შეაფერხონ  მოძრაობა  და ყურადღება გადაიტანონ სურათზე, რათა გამოსახული ფორმის იმიტირება მოახდინონ.
  • სიმღერები, რომლებიც მეორდება და ემატება წინა ნაწილებს (სიტყვით ან მოძრაობით) დიდი გამოწვევაა მუშა მეხსიერებისთვის

 

მშვიდი თამაშები და სხვა აქტივობები

ბავშვებისთვის შედარების და დახარისხების  აქტივობები ჯერ კიდევ სახალისოა, მაგრამ ახლა ბავშვებს შეგიძლიათ სთხოვოთ საგნები დაახარისხონ  სხვადასხვა წესებით, რაც ხელს უწყობს კოგნიტურ მოქნილობას. ბავშვებს შეუძლიათ ჯერ ერთი წესით დახარისხება ან დაწყვილება (მაგალითად, ფერის მიხედვით), შემდეგ კი სწრაფად გადაერთონ ახალ წესზე (მაგალითად, ფორმის მიხედვით).უფრო რთული ვერსიისთვის, ითამაშეთ  თამაში, მაგრამ შეცვალეთ წესი თითოეული წყვილისთვის. ან ითამაშე ბინგო ან ლოტო, თამაში, რომელშიც ბავშვებმა ბარათზე უნდა მონიშნონ  ლიდერის მიერ დასახელებული საპირისპირო სურათი (მაგ., ლიდერი ამბობს „დღე“,  ბავშვმა უნდა მონიშნოს „ღამის“ სურათი). ბავშვებმა უნდა დათრგუნონ მიდრეკილება მონიშნონ ნახატი, რომელიც ემთხვევა  დასახელებულ სურათს,  ასევე არ უნდა დაივიწყონ   თამაშის წესები.

  • უფრო და უფრო რთულ თავსატეხებში შეიძლება ამ ასაკის ბავშვები ჩართვა, მათი ვიზუალური მუშა მეხსიერების  და დაგეგმვის უნარის  გასავარჯიშებლად.
  • კერძების მომზადება  ასევე გასართობი პროცესია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ისინი ახორციელებენ იმპულსების შეკავებას ინსტრუქციების მიღების მოლოდინში, ავარჯიშებენ მეხსიერებას რთული ინსტრუქციების დამახსოვრებით, ხოლო  ყურადღების კონცენტრაციას საჭირო პროდუქტის გაზომვის და დათვლის პროცესში.

 

მომზადებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრის პუბლიკაციის მიხედვით. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

Activities Guide: Enhancing and Practicing Executive Function Skills with Children from Infancy to Adolescence: https://bit.ly/3wsHrsZ

გადახედეთ მსგავს რესურსებს

როგორ ავიცილოთ თავიდან არასასურველი კონტაქტი

რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]

კიბერბულინგის რისკების გაცნობიერება და ბავშვის მხარდაჭერა

რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი?

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]

8 მნიშვნელოვანი ასპექტი რაც უნდა გვახსოვდეს ბავშვის განვითარების შესახებ

მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების  შესახებ  გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის  საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს  ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის  გაუმჯობესებას  და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი  მიდგომების  და  აზროვნების   გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ  მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და  თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის  ასკის ბავშვებისთვის   ბავშვების აღმასრულებელი  ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად.  უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ  წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები  შეიძლება უფრო დამოუკიდებლები  იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს  ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ  უნარების გამოყენებას. 5-7 წლის  ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა. სამაგიდო თამაშები კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს  კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ […]

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები

აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები ამ ასაკის  ბავშვები აქტიურად ავითარებენ  ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების  უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების  ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას. საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს  შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ […]