ბავშვზე და ახალგაზრდაზე მორგებული მომსახურების გაძლიერება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდებისთვის თბილისში, ზუგდიდში და ბათუმში – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის პრეზენტაცია.
პარასკევს, 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამწლიანი პროექტის „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ პრეზენტაცია.
პროექტი „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებამ გააერთიანა სახელმწიფო, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გადაწყვეტილების მიმღები და სხვა დაინტერესებული პირები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის საკითხებზე. შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ამოცანების, მოსალოდნელი შედეგების, დაგეგმილი საქმიანობების გაცნობას და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. ასევე, პროექტის ფარგლებში დაფუძნებულ თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრების საქმიანობის წარდგენას. თბილისის, ზუგდიდის და ბათუმის ადვოკატირების ცენტრები საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდიან ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი პროექტს ახორციელებს რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიართან”, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“ და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკურ ბიუროსთან (International Child Catholic Bureau (BICE)) თანამშრომლობით. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბავშვთა საერთაშორისო ჰელპლაინი (Child Helpline International (CHI)).
ღონისძიება დასრულდა პროექტის მოწვეული ექსპერტის, ქალბატონ მარტინ ნისის წიგნის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, დარღვეული დუმილის დადებითად გამოყენება“ პრეზენტაციით. აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის. წიგნის ქართულენოვანი ვერსია გამოიცა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ორგანიზებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და BICE – ს ფინანსური მხარდაჭერით. წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ავტორის მონაწილეობით.
კლინიკური ფსიქოლოგი, ექსპერტი ინტელექტუალური შეფერხების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ტრავმის სფეროში ქალბატონი აფკე სხარლო ნიდერლანდებიდან, უძღვება 4 დღიან ტრენინგს თბილისში, რომელიც 2023 წლის 24-27 ოქტომბერს ჩატარდა და იგი მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიც არის „ძალადობის შემთხვევების შეფასება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებში და სპეციალიზებული თერაპიული მხარდაჭერა“. ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „გადავლახოთ ბარიერები – […]
2021წლის 20 და 27 მარტს და 3 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის და საქართველოს პედიატრთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მიერ აკრედიტირებული ტრენინგი ოჯახის ექიმებისთვის დაპედიატრებისთვის თემაზე – „ძალადობა ბავშვზე – იდენტიფიცირება და რეაგირება“. ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 18 უპგ ქულა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს უნარები ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების (კლინიკური […]