პროექტის მიზნები:
ზოგადი მიზანი: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა, მათზე ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება, ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის დადაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით.
სპეციფიური მიზანი: ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და ახალგაზრდისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, პროფესიონალების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების, ზოგადად საზოგადოების ინფორმირება და მათი შესაძლებლობების განვითარება.
ამოცანები:
- მომსახურების მიწოდება ძალადობის მსხვერპლი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების, ახალგაზრდების და მათიოჯახის წევრებისთვის დაცვა, ფსიქო-სოციალური დახმარება და სოციალური ჩართულობისხელშეწყობა;
- არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების და სხვა დაინტერესებული მხარეების გაძლიერება, რათა მათ გაატარონ ეფექტური პრევენციული ზომები, მოახდინონ სათანადო რეაგირება ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვების, ახალგაზრდების და ქალების დასაცავად;
- საზოგადოების და დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლება, რათა მათ დროული და ადექვატური რეაგირება მოახდინონ ოჯახში და სექსუალური ძალადობის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე.