პროექტის მიზანი: საქართველოში კანონის უზენაესობის ხელშეწყობა, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემებში კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად
პროექტის ამოცანები:
(1) კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის გაუმჯობესება სამართლებრივი დებულებების, რეკომენდაციების და/ან სამუშაო პროცედურების მეშვეობით
(2) კანონთან კონფლიქტში მყოფ ან დელინქვენტური ქცევის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება, ბავშვის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, და
(3) ბილატერალური თანამშრომლობის გზით, გამოცდილების გაზიარება ნიდერლანდების და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის
მოსალოდნელი შედეგები:
- კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების უფლებები უკეთ არის დაცული სამართლებრივი დებულებების, რეკომენდაციების და/ან სამუშაო პროცედურების მეშვეობით
- კანონთან კონფლიქტში მყოფ ან დელინქვენტური ქცევის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები ფლობენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ცოდნას და უნარებს