პროექტის მიზნები:
ზოგადი მიზანი: აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთისრეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ხარისხიანდაშეღავათიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესების გზით ეროვნულ დონეზე ჯანმრთელობის უფლების დაცვის უზრუნველყოფა.
სპეციფიკური მიზანი:
აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების კონფლიქტით დაზარალებულ პაციენტების და დევნილი მოსახლების საქართველოს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და მათთვის უფასო და შეღავათიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება: ჯანდაცვის მუშაკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ჯანდაცვის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების და მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგი 1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს აქვთ წვდომა და სარგებლობენ შესაბამისი სამედიცინო მომსახურებებით.
შედეგი 2. ჯანდაცვის მუშაკებს, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სამედიცინო ასოციაციებს და სხვა ჩართულ პირებს გაუუმჯობესდათ შესაძლებლობები, რომ დაიცვან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ პაციენტთა (განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდების და ბავშვების) ჯანმრთელობის უფლება, მათთვის საქართველოში არსებული უფასო და შეღავათიანი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
შედეგი 3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობაში ამაღლდა ცნობიერება და გაიზარდა ინფორმირებულობა საქართველოში არსებულ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების, მათ შორის C ჰეპატიტისაღმოფხვრის პროგრამის, შესახებ.