მიმდინარეობს გვერდის განახლება

პროექტები

დასრულებული

ბავშვობა ძალადობის გარეშე: ერთობლივი ძალისხმევა ბავშვზე ძალადობის პრევენციით, სათანადო რეაგირებით და მხარდაჭერით

იანვარი 2022 -
დეკემბერი 2024

საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ბავშვის საერთაშორისო კათოლიკური ბიურო

პროექტის მიზნები:

  1. ძალადობის მსხვერპლმა და რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა შეიძინეს ძალადობის პრევენციისთვის აუცილებელი უნარები, მათ შორის კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიურ  გარემოში.
  2. ძალადობის და დანაშაულის მსხვერპლი  ბავშვების რეაბილიტაცია, კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებშიც, ხორციელდება მულტიდისციპლინური, ხარისხიანი და ინდივიდუალურად მორგებული მხარდაჭერით.

 

მოსალოდნელი შედეგები:          

შედეგი 1: რისკის ან განგრძობითი ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს აქვთ წვდომა იმ პროგრამებსა და მომსახურებებზე, რომლებიც ახდენენ ძალადობის იდენტიფიცირებას პრევენციას და/ან შეტყობინებას.

შედეგი 2: ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მშობლებმა აითვისეს პოზიტიური აღზრდის უნარები, ხოლო ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები დაეუფლნენ პრევენციისა და მედიაციის ტექნიკებს.

შედეგი 3: ადგილობრივმა პარტნიორებმა, ბავშვზე ძალადობის აღმოაფხვრის მიზნით, გაიუმჯობესეს უნარები ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და მონიტორინგში.

შედეგი 4: ძალადობის მსხვერპლ და/ან კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს აქვთ წვდომა მაღალი ხარისხის ფსიქოლოგიურ, საგანმანათლებლო და სამართლებრივ მხარდაჭერაზე, რომელიც აუცილებელია ბავშვებში მედეგობის (resilience) უნარის შესაძენად და მათ მიერ განცდილი ტრავმის დასაძლევად.

 

შედეგი5: ბავშვთა დაცვის პროფესიონალებმა და პროექტის პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს რისკის ქვეშ მყოფი ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის კუთხით მიღებული გამოცდილება.