პროექტის ზოგადი მიზანი: ბავშვთა ეფექტური დაცვის ხელშეწყობა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერების გზით
სპეციფიური მიზანი: ხელი შეუწყოს დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მიმართ ხარისხიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და ბავშვისადმი მეგობრული მიდგომის ეფექტური გამოყენებას
- დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან სამუშაოდ, პროფესიონალებისთვის (ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები, შსს-ს გამომძიებლები) შესაბამისი გზამკვლევების, სამუშაო მეთოდოლოგიების და ინსტრუმენტების შემუშავება;
- დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის ბავშვზე მორგებული მიდგომების შესახებსატრენინგო მოდულის შემუშავება;
- ტრენერთა ტრენინგის ჩატარება და შესაბამისი სასწავლო ცენტრების (შსს-ს აკადემია, გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრი, იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა) შესაძლებლობების გაძლიერება სასწავლო მასალების ინსტიტუციონალიზაციის და სწავლების უწყვეტობის ხელშეწყობის მეშვეობით;
- შესაბამისი პროფესიონალებისთვის სიღრმისეული სპეციალიზაციის ტრენინგების ჩატარება, სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვთა კონკრეტულ საჭიროებებთან დაკავშირებით;
- გენერალური პროკურატურის და შსს-ს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ინდივიდუალური და გაერთიანებული სამუშაო ტრენინგ-შეხვედრების ჩატარება, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.