რჩევები მშობლებს და მზრუნველებს
ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი განმეორებადი მოქმედებაა. ონლაინ ბულინგს შეუძლია დამანგრეველი გავლენა იქონიოს ბავშვებზე, რომელთა ონლაინ ცხოვრება მათი იდენტობის და სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვფიქრობ, ჩემი შვილი ინტერნეტ სივრცეში ბულინგის მსხვერპლია
თქვენმა შვილმა შესაძლოა არ გითხრათ, რომ მასეზე ონლაინ რეჟიმში ბულინგი ხორციელდება. ამის სავარაუდო მიზეზი კი იყოს შიში, რომ გამხელა გააუარესებს მის მდგომარეობა ან დაკარგავს წვდომას მოწყობილობებზე და ინტერნეტზე. საყურადღებო ნიშნებია:
• ნერვიულობა ინტერნეტის ან მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ
• ონლაინ აქტივობების და მობილური ტელეფონის გამოყენების გასაიდუმლოება
• ხასიათის ცვლილება, როგორიცაა გულჩათხრობილი, აღელვებული, მოწყენილი ან გაბრაზებული ყოფნა
• მოულოდნელი ცვლილებები სამეგობრო ჯგუფებში
• სწავლის ხარისხის გაუარესება
• იზოლირებულობა, სკოლაში სიარულისგან და მეგობრებთან ურთიერთობისგან თავის არიდება
• ძილის სირთულეები
• ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები
• და სხვა
შეეცადეთ თავი შეიკავოთ მოწყობილობის მყისიერად წართმევისგან
შვილისთვის ტელეფონის წართმევამ, ან კომპიუტერთან წვდომის აკრძალვამ, შესაძლოა არასახარბიელო შედეგი გამოიღოს. ინტერნეტთან წვდომის შეწყვეტა მას არ ასწავლის ონლაინ უსაფრთხოების წესებს და არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას. პირიქით, ამან შეიძლება შეზღუდოს ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
იყავით მშვიდი და ღია – არ აყვეთ პანიკას
ხელი შეუწყვეთ თქვენს შორის სანდო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. შვილთან თავიდანვე ღია ურთიერთობის და დიალოგის ქონა, ამის უზრუნველყოფის საუკეთესო გზაა. თუკი ის გაგიმხელთ კიბერბულინგის ან სხვა პრობლემის შესახებ, შეეცადეთ არ აყვეთ პანიკას, არ გამოხატოთ ბრაზი. დაელაპარაკეთ მას განსჯის ან გაბრაზების გარეშე. აგრძნობინეთ, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენთვის ნებისმიერი პრობლემის გაზიარება. მოუსმინე, დაფიქრდი, აიღე პაუზა. შეეცადეთ დაუყოვნებლივ არ უპასუხოთ კიბერბულინგის შემთხვევას. გარკვეული დრო დაუთმეთ შესაძლო საპასუხო მოქმედების განხილვას. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ეძებთ საუკეთესო გამოსავალს და ძალიან მალე, მასთან ერთად, განიხილავთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს. ისიც უთხარით, რომ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენთან საუბარი.
შეაგროვეთ მტკიცებულებები, გაზომეთ პრობლემის მასშტაბი
კიბერბულინგის პრობლემა თანატოლთა ჯგუფში ხდება, თუ უფრო ფართომასშტაბიანია? მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერია აქა-იქ, თუ საქმე უფრო სერიოზულად არის? გამოხატეთ თანაგრძნობა და აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ გესმით რას გრძნობს.
შეაგროვეთ მტკიცებულებები. დაუყოვნებლივ არ წაშალოთ პოსტები, ან შეურაცხმყოფელი მასალა. ამის ნაცვლად, დაიწყეთ ეკრანის ანაბეჭდების (ე.წ. „სქრინშოტი“) გადაღებით და მტკიცებულებების შეგროვებით, თარიღებისა და დროის ჩათვლით. თქვენ დაგჭირდებათ მტკიცებულება, თუ შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება გახდა საჭირო. თუ თავად ბულინგის შემთხვევა არ არის ძალიან ინტენსიური, მაგრამ თქვენი შვილი საკმაოდ სერიოზულად განიცდის, შესაძლოა ეს საყურადღებო იყოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დაგჭირდეთ დახმარების მოძიება და შესაბამის პროფესიონალთან კონსულტაციის გავლა.
გააძლიერეთ თქვენი შვილი. შეძლებისდაგვარად, შეეცადეთ აუმაღლოთ თავდაჯერებულობა და დაეხმაროთ მას, თავად მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები, ვიდრე უთხრათ რა უნდა გააკეთოს.
იმოქმედეთ თქვენი შვილის დასაცავად
გააკეტეთ შეტყობინება შემთხევის შესახებ შესაბამის ონლაინ სერვისის პროვაიდერთან. სოციალური მედიის ბევრ სერვისს, თამაშს, აპს და ვებსაიტს აქვთ გაწერილი პროცესი, თუ როგორ უნდა გააკეთოთ შეტყობინება სხვა ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ შეუსაბამო შინაარსის შესახებ. თუ სერვისის პროვაიდერი (სოციალური მედიის პლატფორმა, ონლაინ თამაშის სერვისის პროვაიდერი და ა.შ.) არ მიიღებს ზომებს, თქვენ ან თქვენს შვილს შეგიძლიათ შეატყობინოთ პოლიციას. თუ კიბერბულინგის შემთხევა თქვენს შვილზე მუქარით მიმდინარეობს, ან თუ რაიმე ნიშანი მიუთითებს, რომ მას საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების სურვილი აქვს, დაუყოვნებლივ მოიძიეთ პროფესიონალის დახმარება. დაუკავშირდით საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისს, როგორიცაა ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი 111, ან დარეკეთ გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე 112.
თავიდან აიცილეთ შემდგომი კონტაქტი
ურჩიეთ შვილს, არ გადაუხადოს სამაგიერო და არ უპასუხოს ბულინგის შეტყობინებებს, ამან შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. ზოგჯერ, რეაგირების, კონკრეტულ სიტუაციაში ჩაბმის და პასუხის მიღების მიზნით, ადამიანები საწყენ რაღაცეებს წერენ, ან ამბობენ. თუ თქვენმა შვილმა უკვე გასცა პასუხი, სთხოვეთ, რომ თავი შეიკავოს შემდგომი რეაგირებისგან.
დაეხმარეთ თქვენს შვილს გამოიყენოს აპლიკაციის შიდა ფუნქციები არასასურველი კონტაქტის იგნორირების, დადუმების (mute) ან დაბლოკვის მიზნით. წაახალისეთ თქვენი შვილი შეამოწმოს კონფიდენციალურობის პარამეტრები და შეზღუდოს დიაპაზონი, თუ ვის შეუძლია მისი პოსტებსა და პროფილის გვერდის ნახვა და დათვალიერება. ურჩიეთ თქვენს შვილს მეგობრების დახმარებით გაიგოს კვლავ ქვეყნდება, თუ არა, მის შესახებ დამამცირებელი შინაარსი. და თუ ასეა, სთხოვეთ მეგობრებს დახმარება შეტყობინების გაკეთების თაობაზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მოახდენს რეაგირებას – „დაარეპორტებს“ კონკრეტულ შინაარსს (პოსტი, კომენტარი, ფოტო/ვიდეო მასალა), მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ონლაინ პლატფორმა მოახდენს დროულ რეაგირებას – წაშლის შინაარსს, ან დაბლოკავს ამ შინაარსის გამავრცელებელ პირს. თუ კიბერბულინგის შემთხვევა სკოლის სივრცეში ხდება, თქვენი შვილის თანხმობით, ესაუბრეთ მისთვის სანდო მასწავლებელს ან სკოლის სხვა შესაბამის თანამშრომელს.
წაახალისეთ პოზიტიური კავშირები და დაძლევის სტრატეგიები
წაახალისეთ პოზიტიური კავშირები და დაძლევის სტრატეგიები. შეეცადეთ, რომ თქვენმა შვილმა შეინარჩუნოს სხვა ინტერესები, როგორიცაა სპორტი, ან ცეკვა და ყველა ის აქტივობა, რომელიც მას სკოლის გარეთ სხვა ბავშვებთან აკავშირებს. ხელი შეუწყვეთ ისეთ სოციალურ ურთიერთობებს, რომელიც მას სიამოვნებს და შეახსენებს, რომ ის უყვართ და მასზე ზრუნავენ.
იყავით ინფორმირებული
დროდადრო შეამოწმეთ, თუ როგორ გრძნობს თავს თქვენი შვილი. თვალი ადევნეთ მისი კვებისა და ძილის რეჟიმს, დააკვირდით კონცენტრირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს და მის ზოგად განწყობას. თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას, მოიძიეთ და მიიღეთ დახმარება თქვენი შვილისთვის კონსულტაციის ან ონლაინ მხარდაჭერის სერვისის მეშვეობით.
რჩევები მშობლებს და აღმზრდელებს ციფრული გარემო და იქ არსებული შესაძლებლობები სულ უფრო გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვების ცხოვრებაში. ონლაინ კავშირები და ურთიერთობები ბავშვებისთვის მეგობრების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, აქვეა ის ხილული, თუ უხილავი საფრთხეები, რაც შესაძლოა ამ კავშირებს მოჰყვეს და ბავშვების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. არასასურველი კონტაქტი არის ნებისმიერი ტიპის ონლაინ კომუნიკაცია, რომელიც თქვენი შვლისთვის […]
რჩევები მშობლებს და მზრუნველებს ბავშვის მიმართ კიბერბულინგად ითვლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბავშვის დამცირება, შერცხვენა, შევიწროება, დაშინება და ზეწოლა. კიბერბულინგი სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, სოციალური მედიის, შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსიამოვნო ჭორების, დამამცირებელი სურათების, ან ვიდეოების გაგზავნა და გავრცელება. ასევე, ბავშვის მოტყუების ან დამცირების მიზნით, სხვისი სახელით ყალბი ანგარიშების შექმნა. კიბერბულინგი […]
ბანტერი“ თუ „ბულინგი“ – სად გადის ზღვარი? სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა. რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ. ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია […]
მეცნიერება თავის ტვინის ადრეული განვითარების შესახებ გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რატომ არის ბავშვის განვითარება, განსაკუთრებით დაბადებიდან ხუთ წლამდე, განვითარებული და მდგრადი საზოგადოების შექმნის საფუძველი. კვლევები ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ, ხელს უწყობს ბავშვთა ადრეული განვითარების პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესებას და აგრეთვე, გადაწყვეტილებების მიღების დროს ახალი მიდგომების და აზროვნების გენერირებას. ჰარვარდის უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ცენტრი ადგენს ბავშვის ადრეული […]
აღმასრულებელი ფუნქციის აქტივობები 18-დან 36 თვემდე ბავშვებისთვის ბავშვები განვითარების ამ სტადიაზე – 18-დან 36 თვემდე, სწრაფად აფართოებენ მეტყველების უნარებს. ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების (EF/SR) განვითარებაში, რადგან ის ეხმარება ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი აზრები და ქმედებები, დაფიქრდნენ მათზე და შეადგინონ გეგმები, მხედველობაში მიიღონ და იმოქმედონ. ენა ასევე ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ და დაიცვან უფრო […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 3-5 წლის ასკის ბავშვებისთვის ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულაციის უნარების ზრდა განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს 3 – 5 წლისპერიოდში. ამ ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვანია აქტივობების მორგება თითოეული ბავშვის უნარების შესატყვისად. უმცროსი ასკის ბავშვებს დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ წესებისა და სტრუქტურების საკითხების დასასწავლად, მაშინ როდესაც უფროსი ასაკის ბავშვები შეიძლება უფრო დამოუკიდებლები იყვნენ. საბოლოო მიზანია: […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 5-7 წლის ასკის ბავშვებისთვის თამაშები ავარჯიშებს ბავშვების აღმასრულებელი ფუნქციის და თვითრეგულირების უნარებს, ხელს უწყობს სხვადასხვა გზით ამ უნარების გამოყენებას. 5-7 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ ისეთი თამაშებით სიამოვნებას, რომლებსაც აქვთ წესები, მაგრამ ამას აკეთებენ სხვადასხვა დონის ინტერესებითა და უნარებით. ვინაიდან ამ უნარების განვითარების საყურადღებო ასპექტია მუდმივი გამოწვევის არსებობა, მნიშვნელოვანია, თითოეული ბავშვისთვის აირჩიოთ თამაშები, […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითარების აქტივობები 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვემოთ წარმოდგენილი თამაშები ხელს უწყობენ სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტვინის აღმასრულებელი ფუნქციისა და თვითრეგულირების უნარების განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია თამაშებისა და აქტივობების სირთულის სტაბილური ზრდა. სამაგიდო თამაშები კარტით თამაშები, რომლებშიც ბავშვებს თამაშის დროს კარტის თვალყურის დევნება უწევთ, ავარჯიშებს მუშა მეხსიერებას, დაგეგმვის და სტრატეგიის განვითარებით ხელს უწყობს გონებრივ […]
აღმასრულებელი ფუნქციის განვითრების აქტივობები 6 – 18 თვის ასაკის ბავშვები ამ ასაკის ბავშვები აქტიურად ავითარებენ ძირითად აღმასრულებელ ფუნქციას და თვითრეგულირების უნარებს. აქტივობები, რომელზეც ვისაუბრებთ ხელს უწყობს ჩვილების, ადრეული ასაკის ბავშვების ყურადღების გამახვილებას, სამუშაო მეხსიერების გამოყენებას და ბაზისური თვითკონტროლის უნარების გავარჯიშებას. საიმედო, გულისხმიერი ურთიერთობები უფროსთან ამ უნარების ჯანსაღი განვითარების საფუძველია. თუმცა, კონკრეტულ აქტივობებს შეუძლია გააძლიეროს აღმასრულებელ […]